» » » 23 პროდუქტი მაღალი ტუტოვანი ინდექსით: ეს სია მაცივარზე უნდა დაკიდოთ!

23 პროდუქტი მაღალი ტუტოვანი ინდექსით: ეს სია მაცივარზე უნდა დაკიდოთ!

ჩვენი რედაქციისთვის ეს ნამდვილ აღმოჩენად იქცა! როგორც აღმოჩნდა, ბევრი პროდუქტი, რომლებსაც ადამიანი საკვებად მოიხმარს, ქმნის მჟავა-არეს, რომელიც ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. აი, საიდან მოდის ნაადრევი დაბერება, ჭარბი წონა და უამრავი უსიამოვნო დაავადება. ერთადერთი ხსნაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა და ჯანსაღი ჰარმონიის შექმნა მთელ რთულ სისტემაში, სახელად "ორგანიზმი".

რჩევების რედაქციამ შეადგინა ტუტოვანი პროდუქტების სია, რომელთა მოხმარებათ ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.


კვების ტუტოვანი პროდუქტი
  1. ლიმონი
    ლიმონი მართლაც გასაოცარი პროდუქტია! იფიქრებთ, ასეთი მჟავე პროდუქტი როგორ უნდა ამცირებდეს ორგანიზმის მჟავიანობას.. საქმე pH-ია - მისი დონე (9.0) ლიმონს ყველაზე ტუტოვან პროდუქტად აქცევს. ეს მძალვრი საშუალებაა გაციების, ვირუსული დაავადებებისა და გულძმარცის დროს, არამხოლოდ გეხმარებათ მჟავიანობასთან ბრძოლაში, არამედ ბუნებრივი ანტისეპტიკიცაა.
    ლიმონი შეუცვლელი პროდუქტია ღვიძლის გასაწმენდად, რაც შესანიშნავი საბაბია დღის ლიმონიანი წყლით დასაწყებად.


  2. ფოთლოვანი ჭარხალი
    შვეიცარული მანგოლდი - ერთ-ერთი ყველაზე ტუტოვანი პროდუქტია, მისი ფოთოლი გამდიდრებულია ვიტამინებით, ცილებით, ცელულოზითა და მინერალური მარილებით. მცენარე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აძლიერებს ტვინის ცხოველქმედებას და აღადგენს მხედველობას. ფოთლოვანი ჭარხალი წარმოუდგენლად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ იგი სალათებში.

  3. კიტრი
    ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბოსტნეული კულტურაა. ეს ტუტოვანი პროდუქტი სწრაფად არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს და ანეიტრალებს მჟავა-არეს. ამასთან, ეს მარტივი ბოსტნეული 90%-ით წყლისგან შედგება, რაც მას ძალიან სასარგებლოდ აქცევს კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


  4. ბოლოკი
    ბოლოკის მოხმარება გეხმარებათ ნაწლავების პერისტალტიკის გაუმჯობესებაში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას და გეხმარებათ კანის დაავადებებთან ბრძოლაში. საინტერესოა, რომ ბოლოკის მოხმარება სასარგებლოა სუფთა სახით, არა სალათებში.

  5. ნიახური
    ნიახური, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ტუტოვანი პროდუქტია. მას შეუძლია დაბერების პროცესის შენელება, წყალ-მარილის ბალანსი, კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულირება და სისხლში შაქრის დონის რეგულირება. მცენარის ფესვებსა და ფოთლებში ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და ეთერზეთებია თავმოყრილი.


  6. ნიორი
    ეს არომატული ბოსტნეული არამხოლოდ ტუტის წყარო, არამედ მნიშვნელოვანი ბმაა იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის. მას მაღალი ანტიმიკრობული თვისებები აქვს, მისი არომატი კი ნებისმიერ კერძს უხდება.

  7. ჭარხალი
    ეს ჩვენთვის სავსებით ჩვეულებრივი პროდუქტი ძალიან სასარგებლოცაა. ყველა ვიტამინი, მინერალი და ცელულოზა, რომელსაც ეს ბოსტნეული შეიცავს, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, ჩუქნის ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.


  8. ავოკადო
    ეს მწვანე ზეთისებრი ნაყოფი არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟვებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს. შესანიშნავი პროდუქტია!

  9. ნესვი
    ნესვს გასაოცარი pHმნიშვნელობა აქვს - 8.5. მისი მოხმარება რეკომენდებულია შარდკენჭოვანი, თირკმლებისა და გრიპის დაავადებების დროს. წვნიანი რბილობი ამაღლებს განწყობას, გეხმარებათ უძილობისა და სტრესის დაძლევაში. დაუმატეთ ეს პროდუქტი თქვენს რაციონს და არ ინანებთ.
    სხვათაშორის, საზამთრო არანაკლებ სასარგებლოა, ვინაიდან უდიდესი რაოდოენობით ცელულოზასა და წყალს შეიცავს, ამასთან, ტუტოვანი პროდუქტია.


  10. წიწიბურა
    თუ დღემდე მხოლოდ ბრინჯს მიირთმევთ, ალბათ, წიწიბურა არ გაგისინჯავთ! მისი საკვები თვისებები უზრუნველგყოფთ ენერგიით მთელი დღის მანძილზე. შეიყვარეთ წიწიბურა და თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა მადლობას გადაგიხდით ჯანმრთელობით.

  11. ბანანი
    ეს გასაოცარი ხილია - იგი ენერგიის წყაროა, შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინსა და სახამებელს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
    ნაყოფის რბილობი შეიცავს ვიტამინებს, რკინასა და ენდორფინებს, ამიტომ ბანანი არამხოლოდ ენერგიით აგავსებთ, არამედ განწყობასაც აგიმაღლებთ. ცილისა და მარილების დაბალი შემცველობის წყალობით, ბანანი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმლების დაავადებები აწუხებს.


  12. ვარდკაჭაჭა
    ეს ტუტოვანი პროდუქტი არამხოლოდ იდეალურად ცვლის ყავას, არამედ დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც. მცენარე შეიცავს ინსულინს, რომლებიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. პექტინი კი, რომლითაც იგი მდიდარია, ანაყრებს შიმშილის გრძნობას და ანელებს მადას.

  13. კენკრა
    როგორც აღმოჩნდა, ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარდა, ხილი შეიცავს ნაწლავების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ცელულოზასა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. გემრიელიცაა და სასარგებლოც!


  14. ბროკოლი
    კომბოსტოს ეს სახეობა მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც აუცილებელია თირკმლების ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის, ასევე, ძვლოვანი და მაერთებელი ქსოვილების აღდგენისთვის.

  15. ანანასი
    სამხრეთ ამერიკული ხილი მდიდარია A და C ვიტამინებით. იგი ებრძვის ანგინას, პნევმონიას, ართრიტს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს. ანანასის წვენი რეკომენდებულია მეხსიერების გაძლიერებისათვის და თირკმლების დაავადებების დროს. ანანასი თითქმის არ შეიცავს ცილას, თუმცა მდიდარია საკვები ბოჭკოთი და ცელულოზათი.


  16. ყურძენი
    შემადგენლობის წყალობით, ეს გემრიელი კენკრა აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს, არეგულირებს არტერიულ წნევას და გათავისუფლებთ სახსრების ტკივილსგან.
    ყურძენი ძალიან სასარგებლოა ნევრული სისტემისთვის, გვეხმარება სტრესთან და უძილობასთან გამკლავებაში. რაც მთავარია, ყურძენი ანელებს დაბერების პროცესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

  17. ბრუსელის კომბოსტო
    ბრუსელის კომბოსტოს მოხმარება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, იშემური დაავადების, ყაბზობის, დიაბეტის, ალერგიისა და უძილობის დროსაც კი. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რაც ძალიან სასარგებლოა ფეხმძიმეთათვის. ამასთან, ეს ბოსტნეული გვეხმარება ჭარბი წონის მოშორებაში.


  18. მანგო
    ტკბილი ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ცელულოზასა და პექტინს. ეს არომატული ნაყოფი ნატურალური ანტიდეპრესანტია, ვინაიდან ხელს უწყობს სტრესის მოცილებასა და განწყობის ამაღლება. შეიცავს მინიმალური რაოდენობის კალორიებსა და ცილებს, ამიტომ იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც წონაში კლება სურს.

  19. ისპანახი
    ვიტამინებისა და მიკროელემენტების ასეთი შერწყმა არც ერთ მწვანილში არ გვხვდება. ისპანახის სამკურნალო თვისებები კი დიდი ხანია დაფასებულია ჯანსაღი კვების მომხრეების მიერ. ისპანახის წინაშე ქედს იხრიან დიაბეტი და ასთმა, ანემია და ონკოლოგია. თუ რაციონში ამ მწვანილს დავუმატებთ, კანის, თმებისა და კბილების ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუმჯობესდება.


  20. კინოა
    დიდი რაოდენობით ცილების შემცველობის წყალობით, კვებითი თვისებებით იგი ტოლს უდებს ცხოველურ პროდუქტებსაც კი. კინოას აქვს გამაძლიერებელი ეფექტი, კურნავს პოდაგრასა და რადიკულიტს, გვეხმარება ბუასილისა და ონკოლოგიური დაავადებების განკურნებაში.
    კინოას თესლი გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და არეგულირებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს.

  21. ამოცენებული იონჯა
    ამ პროდუქტის შემადგენლობა უნიკალურია. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებსა და ქლოროფილს - უმძლავრეს კატალიზატორს ყველა ბიოქიმიური პროცესისა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ხდება. იონჯა აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ზრდის გემოგლობინს.
    იგი ძლიერი ტუტეა, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უშლის დაბერებას. მთავარი ისაა, რომ ეს გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი მთელი წლის მანძილზე ხელმისაწვდომია.


  22. სელის თესლი
    სელის თესლი ძალიან ტუტოვანი პროდუქტია, რომელიც შეიცავს უდიდესი რაოდნეობით ცელულოზასა და ვიტამინ E-ს. მისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისება ამცირებს ქალბატონებში ტკივილებს მენოპაუზის დროს.

  23. პაპაი
    ეს ველური ხილი გაგონებთ ნესვს, მისი არომატი კი ჟოლოსას ჰგავს. ეგზოტიკური ხილი გასაოცარია იმით, რომ შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას - პაპაინს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით, ხორციანი კერძების მოხმარების შემდეგ.
    ნაყოფი შეიცავს ცელულოზას, ნახშირწყლებსა და ცილას, ამასთან, დაბალკალორიულ პროდუქტად რჩევა ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელი ამალითურთ. ვფიქრობ, მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.