ინგრედიენტები
ბარამბო
მსუბუქი დამამშვიდებელი ბარამბო განწყობის გასაუმჯობესებლი საშუალებაა.
ზღვის მარილი
შეიცავს მინერალებს, ანტისეპტიკურია და ღრმად წმენდს კანს.
ბერგამოტის ეთერზეთი
ამ ზეთს განწყობის გასაუმჯობესებელი თვისებები აქვს.
ნეროლის ეთერზეთი
თავისი დამამშვიდებელი და მაცოცხლებელი თვისებების წყალობით ეს ეთერზეთი დაძინებაში დაგეხმარებათ.
ერთი აბაზანისთვის საჭიროა
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ გამხმარი ბარამბო
- 5 წვეთი ნეროლის ეთერზეთი
- 5 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი
- 1 ს/კ ზღვის მარილი
მომზადების წესი:
- ბარამბოს ნაყენის მოსამზადებლად, ჩაიდანში ან შუშის თასში ჩაყარეთ ბარამბო და დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი. დატოვეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
- პასტისებრი მასის მისაღებად ერთმანეთს შეურიეთ ეთერზეთები და მარილი.
- მიღებული მასა დაუმატეთ ნაყენს და ურიეთ, სანამ არ გაიხსნება.
გამოყენების წესი:
მიღებული მასა ჩაასხით აბაზანაში და ჩვეუებრივ მიიღეთ აბაზანა.