ამ ბოლო დროს კი გავიგე ფრაზა: "მათი ბავშვი არასწორად იკვებებოდა, არ ჭამდა "ცხელ წვნიანს" და ამიტომ გასტრიტი დაუდგინდა". მართალია, რომ სუპებში ასეთი შეუცლელი ინგრედიენტებია?
სუპების სარგებელი და ზიანი
სუპი იდეალური კერძია წლის ცივ სეზონზე, როცა იგი სწრაფად გვათბობს და არადგენს ენერგიის მარაგებს. არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც სუპი ჩვენს სუფრაზე იკავებს ადგილს.
- სუპის ხარშვის შემდეგ, მასსი რჩება სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ანადგურებს წვა და თერმული დამუშავების სხვა სასუალებები. თუმცა, უმი ბოსტნეული სალათში მაინც ყველაზე სასარგებლოა.
- სუპი ორგანიზმში უზრუნველყოფს სითხის ბალანსს, რაც მნისვნელოვანია მათთვის, ვინც დღის მანძილზე არ სვამს საკმარისი ოდენობით სუფთა წყალს.
- პირველ კერძს ერთგვარი სითხემდენი ეფექტი აქვს. იგი ხელს უწყობს საჭმლისმომნელებელი წვენების გამოყოფას, რომელთა გარეშეც შეუძლებელია საკვების ხარისხიანი გადამუშავება. ეს აქტუალურია მათთვის, ვისაც კუჭის სეკრეტული ფუნქციის დარღვევები აქვს.
- სუპების ზოგიერთი სახეობა(მაგალითად, ქატმის სუპი), შემადგენლობის წყალობით, დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, რითაც გიცავთ სეზონური გაციებებისგან.
- სუპებს ხშირად იყენებენ გასახდომ დიეტებში, როგორც დაბალკალორიული, ოღონდ მსუყე კერძი.
- სუპები - ეს სწრაფი და იაფი საშუალებაა, გამოკვებოთ დიდი ოჯახი. შესაძლოა, სწორედ ესაა მისი ასეთი პოპულარობის მიზეზიც ძველი დროიდან.