სწორი კვებისკენ გზა სწორედ სუპების დიეტით უნდა დაიწყოთ. საქმე ისაა, რომ მკაცრ დიეტებზე ჯდომით, ქალბატონები ინელებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში, ხოლო მსუბუქი ბოსტნეულის სუპი ნაწლავებს სწორი ფუნქციონირებისკენ მოუწოდებს.
დიეტა სუპებით
სუპი კარგია იმით, რომ სწრაფად აითვისება, გვათბობს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მოთუშულ ან შემწვარ საკვებთან შედარებით, მოხარშულ პროდუქტში გაცილებით მეტი სასარგებლო ნივთიერებაა. გარდა ამისა, სუპი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე სხვა კერძები, ამასთან, საკვები ნივთიერებების რაოდენობით მათ არ ჩამორჩება.
ასეთი დიეტის უპირატესობები
- შეგიძლიათ მოამზადოთ მთელი დღისთვის და არ იფიქროთ სხვადასხვა კერძებზე;
- ვინაიდან სუპი დაბალკალორიულია, შეგიძლიათ დიდი რაოდენობით მიირთვათ;
- შიმშილის გრძნობა ქრება, რადგან სუპი მთლიანად ავსებს კუჭს;
- ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს მიიღებთ, თუ სწორად მოამზადებთ;
- სუპი წმენდს ნაწლავებს და ასტიმულირებს მათ ფუნქციონირებას.
ამ დანაკარგების შემცირება შესაძლებელია. უბრალოდ უნდა დაიცვათ რამდენიმე რეკომენდაცია. ბოსტნეული მთლიანად უნდა დაიფაროს წყლით. თუ ბულიონი ადუღდა, არ ჩაასხათ ქვაბში ცივი წყალი. მის ნაცვლას ბულიონში ხვდება ჟანგბადი, რომელიც ანადგურებს C ვიტამინს. ამავე მიზეზით, მჭიდროდ დაახურეთ ქვაბს თავსახური.
რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებენ ბოსტნეული წყალში, მით უფრო სასარგებლო იქნებიან. რადგან ასეა, ეცადეთ, ჩაყაროთ ისინი მდუღარე წყალში - ასე მალე მოიხარშება. გახსოვდეთ ისიც, რომ ვიტამინების დაკარგვის მიუხედავად, მოხარშულ საკვებში მაინცაა სარგებელი. ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით ცელულოზასა და პექტინს შეიცავს. ეს ნივთიერებები ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
წესები, რომლებიც სუპების დიეტის დროს უნდა დაიცვათ
- ასეთი დიეტის ხანგრძლივობა 1-3 დღემდეა, მისი განმეორება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეიძლება;
- ყოველდღიურად უნდა მიირთვათ 5-6 თეფში სუპი;
- ბოსტნეულის გარდა, სუპს შეგიძლიათ საყვარელი სანელებლები და ბალახები დაუმატოთ;
- დიეტის დროს მიირთვით ბევრი წყალი, რაღა ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ.
სუპები გასახდომად
- ბროკოლის სუპი
გაათბეთ ცოტაოდენი ზეთი, მოათავსეთ მასში ყვავილებად დაშლილი ბროკოლი, დაჭრილი ნიახური და ხახვი. შეწვით ბოსტნეული ნელ ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ ქვაბში ჩაასხით ბულიონი.
ხარშეთ სუპი სრულ მზადყოფნამდე, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები. შეგიძლიათ, სუპი ბლენდერით პიურედ აქციოთ. - სტაფილოს სუპი ჯანჯაფილით
ჩაასხით ქვაბში ბულიონი, დაუმატეთ მას დაჭრილი ბოსტნეული - სტაფილო, ჯანჯაფილი, ნიორი. აადუღეთ ყველაფერი და ნელ ცეცხლზე მოთუშეთ.
ხახვი შეწვით ცალკე, ცოტა ზეთში, მოათავსეთ ისიც დანარჩენ ბოსტნეულთან, გააჩერეთ კიდევ 10 წუთით, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები. - ოსპის სუპი
გაათბეთ ქვაბში ცოტაოდენი ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული: კარტოფილი, ვაშლი, სტაფილო და ხახვი. შეწვით ნელ ცეცხლზე 10 წუთის მანძილზე. შემდეგ დაასხით ყველაფერს ბულიონი, დაუმატეთ ოსპი, ჯანჯაფილი, ბეგქონდარა, დაფქული პაპრიკა. ხარშეთ კიდევ 30 წუთით. ბოლოს მოაყარეთ მარილი.
უკუჩვენებები
სუპების დიეტა დაბალკალორიულია. თუ თავის ტკივილს ან უჩვეულო სისუსტეს იგრძნობთ, შეწყვიტეთ მისი დაცვა. დიეტის დროს სასურველია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება.
დიეტის უკუჩვენებაა კუჭის წყლული და სხვა ქრონიკული დაავადება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა. დიეტის დაწყებამდე გაიარეთ დიეტოლოგის ან მკურნალი ექიმის კონსულტაცია.