» » » იმისათვის, რომ კუჭმა არ იზარმაცოს! 3 საუკეთესო სუპი ჩვენი საჭმლისმომნელებელი სისტემისთვის

იმისათვის, რომ კუჭმა არ იზარმაცოს! 3 საუკეთესო სუპი ჩვენი საჭმლისმომნელებელი სისტემისთვის

სუპი - ეს თხევადი კერძია, რომელსაც, ძირითადად, სადილზე მიირთმევენ. იგი, როგორც წესი, 50%-ით წყლისგან უნდა შედგებოდეს. საინტერესოა, რომ სუპი შედარებით ახალგაზრდა კერძია, რომელიც 400-500 წლის წინ გავრცელდა გამძლე, არაამჟავებადი და ქიმიურად ნეიტრალური ჭურჭლის გაჩენასთან ერთად.



დღეისათვის მსოფლიოში სუპების 150 ძირითადი ტიპია, რომლებიც ათასზე მეტ ქვესახეობად იყოფა. სასარგებლოა თუ არა სუპი? აუცილებელია მისი ჭამა ყოველდღე? ბებიების უამრავმა თაობამ იცოდა, რომ სუპის გარეშე მათი შვილიშვილები ვერ იცოცხლებდნენ. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სუპის სარგებელი გაზვიადებულია.


სუპები მსუყე, ამასთან, მსუბუქი კერზია, რომელიც სწრაფად აითვისება ორგანიზმის მიერ. მნიშვნელოვანია მისი მირთმევა ადამიანებისთვის, რომლებსაც ცუდი მადა ან წონის სიმცირე აწუხებთ, ასევე, მათთვისაც, ვინც დაავადების შემდეგ რეაბილიტირდება. ქათმის ბულიონში, მაგალითად, არსებობს ნივთიერება, რომელიც ამცირებს გრიპის დაავადებების სიმპტომებს.
ამ კერძში კალორიები გაცილებით ნაკლებია შემწვარ და მოთუშულ კერძებთან შედარებით, საკვები ნივთიერებები მასში, რაღა თქმა უნდა, უფრო მეტია. ეს აქტუალურია მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად კლება სურს.


გემრიელი სუპების რეცეპტები ყოველდღიურად
თუ სუპები გიყვართ და რაღაც ახლის მომზადება გსურთ - ეს სტატია თქვენთვისაა. რჩევების რედაქციამ შეარჩია საუკეთესო სუპების რეცეპტები სწორი კვებისთვის.

გუფთის სუპი


ინგრედიენტები
  • 2 ლ წყალი
  • 200 გ ხორცის ფარში
  • 100 გ სტაფილო
  • 100 გ ბრინჯი
  • 40 გ მწვანე ხახვი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი
  • მწვანილი გემოვნებით
მომზადება
  1. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში დახეხილი სტაფილო და კუბებად დაჭრილი კარტოფილი.
  2. ფარშისგან მოამზადეთ გუფთები.
  3. როცა კარტოფილი ნახევრად მზად იქნება, ჩაყარეთ ფარშისა და ბრინჯის გუფთები, დაფნის ფოთოლი, მარილი და წიწაკა.
  4. სუპის მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ხახვი. გემრიელად მიირთვით!
ბოსტნეულის სუპი


ინგრედიენტები
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • ერთი მუჭა თეთრთავა კომბოსტო
  • 1 ც კიტრი
  • 3-4 ც პომიდორი
  • 0.5 ბულგარული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. წინასწარ გაწმინდეთ და დაჭერით ყველა ბოსტნეული.
  2. შემდეგ დაიწყეთ მათი ჩალაგება ქვაბში ფენებად: 1 ფენა-სტაფილო, 2-ხახვი, 3-კომბოსტო, 4-კიტრი, 5-პომიდორი, 6-ბულგარული წიწაკა.
  3. დაახურეთ ქვაბს თავსახური და თუშეთ ნელ ცეცხლზე 25-20 წუთის განმავლობაში თავის წვენში. თუ აუცილებელია, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. პერიოდულად შეანჯღრიეთ ქვაბი.
  4. შემდეგ დაასხით შიგთავსს მდუღარე, მოაყარეთ მარილი, აადუღეთ და გამორთეთ.
  5. სუპი მზადაა. მიირთვით კამასთან, ოხრახუშთან და არაჟანთან ერთად. შეგიძლიათ დაუმატოთ დახეხილი ნიორი და წიწაკა. გემრიელად მიირთვით!
რძის სუპი ბოსტნეულით


ინგრედიენტები
  • 1ლ რძე
  • 400 გ წყალი
  • 400 გ კარტოფილი
  • 400 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 100 გ სტაფილო
  • 300 გ მწვანე ბარდა
  • 20 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერით სტაფილო წვრილ კუბებად, შეაზილეთ აღებული კარაქის ნახევარი.
  2. დაყავით კომბოსტო ცალკეულ ყვავილებად.
  3. გაწმენდილი კარტოფილი დაჭერით წვრილ კუბებად.
  4. ადუღეთ რძე, მოხსენით ქაფი.
  5. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, კარტოფილი და კომბოსტო, ადუღების შემდეგ დაუმატეთ სტაფილო.
  6. ხარშეთ ნელ ცეცხლზე ნახევარ მზადყოფნამდე, შემდეგ დაასხით ცხელი რძე და აადუღეთ სუპი.
  7. ბოლოს დაუმატეთ მწვანე ბარდა, აადუღეთ და გააჩერეთ 15 წუთით.
  8. სუპს თეფშზე დაადეთ კარაქის ნაჭერი.
სუპების რეცეპტები მრავალფეროვანია, ამიტომ ყოველდღე შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტი სცადოთ და მისცეთ ფანტაზიას თავისუფლება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.