» » » სუპ-დიეტა 3 დღეზე: ქმარი მეუბნება, რომ ისევ 20 წლისას ვგავარ

სუპ-დიეტა 3 დღეზე: ქმარი მეუბნება, რომ ისევ 20 წლისას ვგავარ

ჩემი დაქალი ამბობს, თუ ამ სუპს მთელი დღის მანძილზე მიირთმევთ, 2 კგ-ს დაკლებაა შესაძლებელი. ამის მე მართლა მჯერა. 3 თვეში იმდენი დაიკლო, რომ ვეღარ ვცნობდი. არ დამეზარა და სუპის კვებითი ღირებულება დავთვალე. მასში კალორიას თითქმის ვერ იპოვით - 100გ მზა კერძში სულ 25 კალორიაა.



დიეტური ბოსტნეულის სუპი
დიეტური გასახდომი სუპების მოხმარება სამი გზით შეგიძლიათ: მიირთვათ სუპი დღეში ერთხელ საღამოობით, დღიური რაციონის კალორიულობის საერთო შემცირებისთვის; მოაწყოთ სუპის განტვირთვის დღე (დღეში სამჯერ მხოლოდ სუპი მიირთვათ); ან დაიცვათ სუპ-დიეტა (დღეში სამჯერ მხოლოდ სუპი 3-5 დღის მანძილზე, ამასთან, ყოველდღე სხვადასხვა სუპი უნდა გააკეთოთ).

დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ სუპის იდეალურ რეცეპტს განტვირთვის დღისათვის. მსგავსი სუპი გამოიყენება ექიმი მიტჩელის დიეტაში. ცხიმების წვის საიდუმლო მარტივია - მეტი პომიდორი, დანარჩენი ინგრედიენტები კი მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის.



ინგრედიენტები
  • 100 გ ნიახურის ბოლქვები
  • 3 სტაფილო
  • 3 ხახვი
  • 3 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ლ პომიდვრის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • ახალი მწვანილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. გარეცხილი და გათლილი ბოსტნეული დაჭერით. სტაფილო დახეხეთ.


  2. მოათავსეთ ყველაფერი ქვაბში და დაასხით პომიდვრის წვენი. შეგიძლიათ გამოიყენოთ შინ მომზადებული ან მაღაზიის ხარისხიანი წვენი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გააზავოთ წვენი წყალთან.


  3. ხარშეთ სუპი მაღალ ცეცხლზე და ბოლო 10 წუთი - დაბალზე. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მწვანილი. დატოვეთ თავდახურული 10 წუთით.

სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.