როგორც კი ბაიხოს ჩაი შემოიღეს, ბალახის ჩაი დავიწყებას მიეცა. მიუხედავად სახეობების მრავალფეროვნებისა და უამრავი სასარგებლო თვისებებისა, მათ მაინც ვერ მიაღწიეს პოპულარობის პიკს, თუმცა თანდათან ისევ ბრუნდებიან ჩვენს რაციონში.
რა უნდა დავლიოთ ჩაის ნაცვლად
მცენარის ყვავილები, ფოთლები და ღეროები ჩაის ყველაზე ჯანსაღი ალტერნატივაა, ამასთან, აქ მრავალფეროვნებაა. სცადეთ ჩვეულებრივი ჩაისა და ყავის ჩანაცვლება ბალახის სასმელებით. თქვენ გაოცდებით, თუ რამდენად სწრაფად აისახება ეს თქვენს ჯანმრთელობაზე, გარეგნობასა და განწყობაზე.
- ცაცხვი
ცაცხვი აფთიაქის პრეპარატად ითვლება და ამას თავისი მიზეზებიც აქვს: მოხარშული ცაცხვის ყვავილები უმკლავდება გაციებას, მოქმედებს სიცხისდამწევ და ოფლმდენი ეფექტით. აქვს ბაქტერიციდული თვისება, ებრძვის ანთებას პირის ღრუში, კუჭში, აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი.
ზაფხულში ასეთი ცხელი ჩაით შეძლებთ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას ოფლის გამოყვანის გზით, თუმცა, გაციებული ჩაი შესანიშნავად ანაცვლებს ცივ სასმელებს და ლიმონათებსაც კი. მსუბუქი ბუნებრივი ტკბილეული ცაცხვის ყვავილებისგან ცვლის შაქარს. - ამარანტი
ამარანტის ჩაი - ეს A, C, E ვიტამინებისა და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების - მაგნიუმის, რკინისა და კალციუმის ბუნებრივი წყაროა. სასარგებლო ჩაის დასაყენებლად გჭირდებათ მცენარის ფოთლები. ისინი უნდა შეაგროვოთ და გამოაშროთ, სასმელი კი თერმოსში მოამზადოთ. მისი გემო ტკბილი და ოდნავ მწკლარტეა.
ასეთი ჩაის რეგულარული მიღება დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ და შარდგამომყოფ სისტემებზე. იგი რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, დიაბეტიკებისთვის, მენსტრუალური ციკლის არეულობისა და სახსრების ანთების დროს. - გვირილა
გვირილის ჩაით ძველი დროიდან კურნავენ კუჭ-ნაწლავის, ლორწოვანას დაავადებებსა და სპაზმებს. მოქმედებს, როგორც ანტიმიკრობული და ანთებისსაწინაარმდეგო საშუალება და ორგანიზმზე გამწმენდ ეფექტს ახდენს.
ცხელი სასმელი აძლიერებს ოფლდენას, ოფლთან ერთად კი გამოიდევნება ტოქსინებიც, რეგულირდება ნაწლავების მოქმედება. არ ღირს ასეთი ჩაის ჭარბი მოხმარება - სედატური სასუალება ნეგატიურად აისახება კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობაზე. - ანწლი
ანწლის ყვავილების ჩაის შვეიცარიულ ჩაის უწოდებენ. ამ სასმელს სასიამოვნო გემო, მსუბუქი არომატი და უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ჩვენს წინაპრებს უხსოვარი დროიდან ესმოდათ, რომ ანწლის ყვავილების ნახარში შეუცვლელი სასუალებაა გაციებების, ხველისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს.
ანწლის ჩაის აქვს ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი მოქმედებები, შესანიშნავად ერწყმის სხვა სასარგებლო პროდუქტს - თაფლს, რომელიც იდეალურად მოქმედებს ანწლის ფოთლებთან ერთად, ახდენს პრეპარატის მსგავს ეფექტს სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადებაზე.
ანწლის ჩაის დახმარებით, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად შეამცირებთ სხეულის ტემპერატურას, ავადმყოფს კი აქტიურად გამოუყვანს ოფლს. ამის შემდეგ აუცილებელია სხეულის გაშრობა და სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა. - ვარდი
ვარდის ფოთლებისა და მისი მთელი ოჯახის ფოთლების(ჰიბისკუსი, კარკადე) ჩაის ყველაზე მეტად აფასებენ წითელი პიგმენტისთვის. სწორედ იგი შეიცავს P ვიტამინს, რომელიც შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის. - თხაწართხალა
ამ ჩაის კოპორის ჩაისაც(რუსულ ჩაის) უწოდებენ. იგი უკვე წლებია, პოპულარულია რუსეტსი და გავრცელდა ჯერ კიდევ ჩინური ჩაის შემოღებამდე. მას სვამდნენ მონასტრებში, სადაც ჩაი და ყავა აკრძალული იყო, როგორც აღმაგზნებელი სასმელები.
სედატიური ეფექტის წყალობით, იგი ჰგავს სამკურნალო ვალერიანს. გარდა ამისა, მისი ნაყენი და ნახარში ებრზვის ანთებას, ნახველს, დევნის ოფლსა და ბაქტერიებს. - პიტნა
ამსვიდებს, არეგულირებს წნევას და ხსნის ტკივილებს, აქრობს გულისრევის შეგრძნებას და სიმძიმეს კუჭში. პიტნის ჩაი უმკლავდება ნებისმიერი სახის დისკომფორტს, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან. გარდა ამისა, მენთოლი მის შემადგენლობაში სასიამოვნოდ გამაგრილებელი ბონუსია, განსაკუთრებით ზაფხულში. - ბაბუაწვერას ფესვები
ბაბუაწვერას ფესვის ჩაის აქვს ორგანიზმის გამწმენდი თვისება ტოქსინებისგან, ავსებს მას სასარგებლო ნივთიერბებით. ძველად მას მოიხმარდნენ გრიპის თავიდან ასაცილებლად. - ქონდარი
ეს ბალახი, ხშირად, გვხვდება გამაჯანსაღებელ ბალახთა ნაკრებებისა და დეტოქს-ჩაის შემადგენლობაში. ქონდრის ჩაი ადეზინფიცირებს, მსუბუქად აჯანსაღებს და წმენდს ლორწოვან გარსს. როგორც სამკურნალო პრეპარატი, მას მიიღებენ ბრონქიტისა და სასუნთქი სისტემების სხვა დაავადებების დროს. - ავრანი
ავრანის ჩაი, გემოთი, პიტნისას ჰგავს. მასში უამრავი სასარგებლო ფლავანოიდი, ტანინი და ზეთებია, რომლებიც აზავებს სისველეს ბრონქიალური ინფექციებისა და გაციებების დროს.