» » » ცაცხვის ჩაი სიცხის დამწევი და ოფლმდენი N1 საშუალებაა...

ცაცხვის ჩაი სიცხის დამწევი და ოფლმდენი N1 საშუალებაა...

მედიცინაში ცაცხვის მრავალი სახეობიდან მხოლოდ გულისებრი (წვრილფოთოლა) და მსხვილფოთოლა ცაცხვის ყვავილი იხმარება. ორივე არის გაშლილვარჯიანი, უხვად შეფოთლილი ლამახი ხე, აქვს მორიგეობით განლაგებული გრძელყუნწიანი და წვეტიანი ფოთლები. გულისებრი ცაცხვის ფოთლის ქვედა ფირფიტაზე და ძარღვის კუთხეებში ზანგელა ბეწვის კონები ვითარდება, ხოლო ყვავილედს 5-11 ყვავილი ქმნის. მსხვილფოთოლა ცაცხვის ფოთლები თეთრად არის შებუსვილი, მის ყვავილედში კი მხოლოდ 2-5 ყვავილია. გამოირჩევა მოტკბო, ოდნავ ძელგი გემოთი და სურნელებით. ყვავილობა დამოკიდებულია ზრდის ზონაზე: სამხრეთში ივნისში ყვავის, უფრო ჩრდილოეთ ზონაში - ივლისში. ამ დროს მცენარე იფარება 3-5 სმ დიამეტრის ფარაკისებრი ყვავილედით, რომელსაც ქმნის წვრილი მოყვითალო ფერის ყვავილები. ყუნწზე უვითარდება დიდი აფსკისებრი, თითქმის თეთრი ფერის თანაყვავილი, რომელიც მოყვანილოით ფოთოლს ჰგავს.

ცაცხვის ჩაი

ყვავილები შეაგროვეთ, როდესაც უმეტესეობა უკვე გაშლილია, დანარჩენი კი ბუტონიზაციის სტადიაშია. ცაცხვი სულ 2 კვირა ყვავის და მთავარია არ გაუშვათ ეს პერიოდი. დაგვიანებით დამზადებისას ყვავილები უკვე დამჭკნარია და შეხებისას ადვილად სცვივა. მაკრატლით ფრთხილად შეაჭერით და ჩრდილში ჰაერზე გააშრეთ, ან კიდევ მიმართეთ თერმულ შრობას 40-45 გრადუსზე. მზეზე შრობა საზიანოა, თანაყვავილედი სწრაფად მუქდება ან წითლდება, ყვავილი კი ხუნდება.
ცაცხვის ყვავილს აქვს სიცხის დამწევი, ოფლმდენი და ბაქტერიოციდული თვისებები. მას იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

  • გამონაცემის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ დანამცეცებულ ყვავილებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20-30 წუთი, გაწურეთ და დალიეთ ან გამოივლეთ პირში და ყელში. იხმარება აგრეთვე მიქსტურა, რომლის შემადგენლობაში ცაცხვის ყვავილეთან ერთად შედის სელის თესლი, ჟოლოს ფოთლები, შავი ანწლის ყვავილები, კრაზანას ბალახი და გვირილას ყვავილები. თითოეული აიღეთ ორ-ორი სუფრის კოვზი, შეურიეთ ერთმანეთში, მოადუღეთ 0,5 ლიტრ წყალში და სვით ოთხჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. ყვავილებისგან შეიძლება აგრეთვე მოხარშოთ ცხელი ფაფა და შეიორთქლოთ, როგორც დამარბილებელი.
    ცაცხვის ყვავილი შედის ოფლმდენ ჩაი N 1 - ის შემადგენლობაში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.