თავშავას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ თავშავას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10 წთ ან წამოადუღებენე. სვამენ ჩაის სახით. ძალიან სასარგებლო, გემრიელი და არომატული ჩაია.
თავშავა არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს დამაშვიდებელი მოქმედება, იყენებენ სასუნთქი გზების გაციების დროსაც.
ცაცხვის ყვავილების ჩაი
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. (უმჯობესია თერმოსში). 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ეს ნაყენი არომატული და სასიამოვნოა.
ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება გაციების დროს. აქვს ომფლმდენი, ანტიმიკრობული, ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.
კუნელისა და ძახველის ჩაი
კუნელისა და ძახველის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ, ათავსებენ თერმოსში. თითო სუფრის კოვზ ორივე ნაყოფს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დილით გაწურავენ და ღებულობენ ჩაის სახით. კუნელი და ძახველი უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აქვს დამამშვიდებელი და წნევის დამგდები მოქმედება.
ასკილი ჩაი
ასკილის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ. ღამით თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს (1 სუფრის კოვზ ასკილზე 1 ჩაის ჭიქა ). დილით მიირთმევენ თბილი სახით.
ასკილის ნაყოფში არის C ვიტამინი, ამიტომ მისი ჩაის ხშირი მიღება შესვენებებით ამაღლებს იმუნიტეტს. თუ სისხლში მომატებულია პროთრომბინი, ასკილის ჩაის მიღება არ შეიძლება!
კრაზანას ჩაი
კრაზანა მიჩნეულია ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ადუღებენ 5 წთ. (1ს/კ ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) ღებულობენ ჩაის სახით. კრაზანას ჩაის მიღება 2 კვირის განმავლობაში, აქრობს ანთებებს ორგანიზმში, არეგულირებს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, წმენდს ნაღვლის ბუშტს.
პიტნის ჩაი
1 სუფრის კოვზ პიტნას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10-15 წთ. ღებულობენ ჩაის სახით. პიტნას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ღებულობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.
დეკას ჩაი
დეკას 1-2 ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ ჩაის სახით. დეკას აქვს შარდმდენი მოქმედება და იყენებენ თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.
კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაი
კომშისა და ალუბლის ფოთლებს ადუღებენ 5 წუთით. უმატებენ ცოტა ლიმონის წვენს და მიირთმევენ დილა-საღამოს ჩაის სახით. ეს ჩაი პროთრომბინის აქვეითებს სისხლში. ამიტომ მისი მიღება 1 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება ანალიზის გარეშე.
ჟოლოსა და მოცვის ფოთლების ჩაი
ჟოლოსა და მოცვის ფოთლებს ხარშავენ 2-3 წუთით. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ამ მცენარეთა ფოთოლებს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება და ღებულობენ გაციების დროს.
მარწყვის ფოთლების ჩაი
მარწყვის ხმელ ფოთლებს ხარშავენ 5 წუთით და ღებულობენ ჩაის სახით.
მარწყვის ფოთლებს აქვს ორგანიზმიდან მარილების გამომდენი და ელენთის სამკურნალო თვისებები.
ურცის ჩაი
1 სუფრის კოვზ ურცს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. 10 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ურცი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროს.
ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს და წამოადუღებენ 1-2 წუთით.
ჭინჭარი წნევას მაღლა სწევს და უხდებათ ჰიპერტონიკებს. წმენდავს სისხლს. ამაღლებს იმუნიტეტს, აჩერებს სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.
მატიტელას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ, მატიტელას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ხარშავენ 5 წუთით და სვამენ ჩაის სახით. მატიტელას აქვს ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი მოქმედება, ამიტომ იყენებენ ბოტკინის დაავადებების დროს და შემდგომ პერიოდში, უხდება კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებებს. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები.
ბეგქონდარას ჩაი
1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. არის არომატული და სასიამოვნო ჩაი. ბეგქონდარა უხდება თირკმელებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროსაც.