დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შავი მოცხარის ჩაი, რომელიც თავისი სურნელით და მდიდარი გემოთი სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ჩაი მოცხარით
ჩაის სმის ყველა მოყვარულმა არ იცის, რომ მოცხარის ფოთლები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. საქმე იმაშია, რომ სასმელის სუნი, გემო და სარგებელი ფოთლების დამუშავების მეთოდზე არის დამოკიდებული.
როგორ მოვამზადოთ მოცხარის ფოთლებისგან საუკეთესო ჩაი? ამისთვის ფოთლების სპეციალური მეთოდით გამოშრობა დაგჭირდებათ, რომ ე.წ. ფერმენტირებული ჩაი მიიღოთ.
მომზადება
1. მოცხარის ფოთლებით დილით, მშრალ ამინდში უნდა მოკრიფოთ. მათი გარეცხვა რეკომენდებული არაა, მაგრამ თუ ბინძური არის მათი გარეცხვა და გაშრობა დაგჭირდებათ. ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ჩაი მიიღება ფოთლებისგან, რომლებიც ნაყოფიერების პერიოდში შეაგროვეს. ფერმენტაცია რომ მოხდეს, ფოთლები ბევრი უნდა იყოს, მინიმუმ ნახევარი კგ.
2. ფოთლების გაშრობას შეუდექით. ამისთვის ამისთვის მყარ და სწორ ზედაპირზე (მაგ., მაგიდა) ბამბის ან თეთრეულის ქსოვილი გადააფარეთ და თანაბრად მოაყარეთ ფოთლები ფენებად 3-5 სმ. გამოშრობის პროცესი დახურულ შენობაში უნდა მოხდეს, სადაც არ არის ქარი და მზის პირდაპირ სხივები, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთლები დაიწვება და არა გამოშრება.
3. გამოშრა თუ არა შემდეგნაირად შეამოწმეთ: ფოთლებს ხელით მოუჭირეთ, შემდეგ ხელი გაშალეთ - თუ ფოთოლი დაჭმუჭნულ ფორმას შეინარჩუნებს, მაშინ ისინი მზად არიან. თუ ძალიან გამოაშრობთ, ფოთლები მტვრევადი გახდება.
4. ფოთლები პოლიეთილენის პარკში შეაგროვეთ და ზუსტად ერთი დღით საყინულეში შედგით.
5. საყინულის შემდეგ ფოთლები მაგიდაზე გაშალეთ, ცოტა დრო გასადნობად მიეცით.
6. მანამდე ფერმენტაციის პროცესი დაიწყეთ. ამისთვის რამდენიმე ფოთოლი ხელისგულებით აიღეთ და დაგრაგნეთ. მთავარი წესი ისაა რომ, ამ მანიპულაციით მოცხარის ფოთლებმა წვენი გამოუშვას (ამასთან თავად უფრო მუქდება).
7. მილები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ, თავსახური დაახურეთ და ზემოდან პირსახოცით შეფუთეთ. ჭურჭელი თბილ ადგილას 7-8 საათით გააჩერეთ.
8. დანიშნული დროის გასვლის შემდეგ თავსახური ახადეთ. თუ მოცხარის სურნელს გრძნობთ ე.ი ფერმენტაციამ წარმატებით ჩაიარა.
9. ახლა ფოთლები უნდა გამოაშროთ. ამისთვის საშრობი ან ღუმელი გამოიყენეთ. ღუმელის შემთხვევაში ტაფას პერგამენტის ქაღალდი უნდა დააფაროთ. მილები 5მმ-ის სისქეზე გაჭერით. გამოაშრეთ.
10. ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ ფოთლებისგან არომატული და გემრიელი მოცხარის ჩაი მოამზადოთ, რომლითაც სტუმრების გამასპინძლება არ შეგრცხვებათ! სასიამოვნო ჩაის სმა!
თუ შევადარებთ ფერმენტირებულ მოცხარის ჩაის და ჩვეულებრივ ჩაის იმავე მცენარის გამხმარი ფოთლებისგან - განსხვავებას მაშინვე შეამჩნევთ - ფერმენტირებული ჩაი უფრო მუქია და მისი არომატი უფრო გაჯერებულია.
თქვენ რომელი ჩაი გიყვართ ყველაზე მეტად? დაწერეთ კომენტარებში.