» » » ყოველდღიური სუპები სპეციალურად ზამთრისთვის: მრავალფეროვანი, გემრიელი, სასარგებლო

ყოველდღიური სუპები სპეციალურად ზამთრისთვის: მრავალფეროვანი, გემრიელი, სასარგებლო

ცოტას თუ შეუძლია დაიტრაბახოს იმით, რომ ჯანსაღი კვების წესებს იცავს საახალწლო დღესასწაულების დროს. ჩვენ მოგიწოდებთ, კარგად მოამზადოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა მომავალი დატვირთვებისთვის, უბრალოდ გათბეთ და დატკბეთ უგემრიელესი, შინ მომზადებული სუპებით.


სუპის დღეები იდეალური განტვირთვაა მაიონეზიანი სალათების სეზონისთვის. ბევრი სწორედ სუპების მირთმევით ახერხებს გახდომასაც.


წლის ცივ სეზონზე გინდებათ სითბო, მზრუნველობა და რაღაც გემრიელი. საუკეთესო საშუალება ამ ყველაფრის ერთად მისაღებად არის სუპის მომზადება. მსუბუქი, შინ მომზადებული სუპი იდეალურია, როცა კუჭისთვის რამდენიმედღიანი დასვენების მოწყობა და დღესასწაულების შედეგების თავიდან აცილება გსურთ.


შინ მომზადებული სუპები ყოველდღიურად
რჩევების რედაქციაქ გთავაზობთ 3 სუპის რეცეპტს, რომლებიც მზადდება სწრაფად და აუცილებლად უნდა გასინჯოთ ზამთარში!

ჩეხური ნივრის სუპი


გაციების საწინააღმდეგო ნივრის სუპი მოეწონებათ როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებსაც - იგი ძალიან არომატული და სასარგებლოა.

ინგრედიენტები
  • 1.5 მლ ხორცის ბულიონი
  • 500 გ კარტოფილი
  • 20 გ კარაქი
  • 10 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • კამა, ქონდარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. გათალეთ და კუბებად დაჭერით კარტოფილი;
  2. ნივრის ერთი ნაწილი(5 კბილი) დაჭერით ფენებად;
  3. გამოაშრეთ ქონდარი გაცხელებულ ქვაბზე;
  4. დაუმატეთ ქონდარს კარაქი, ნიორი და კარტოფილი;
  5. ოდნავ შეწვით ყველაფერი და დაასხით ბულიონი;
  6. აადუღეთ და ხარშეთ კარტოფილის მომზადებამდე;
  7. დარჩენილი ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ სუპს;
  8. ამოიღეთ სუპიდან ცოტაოდენი სითხე და ათქვიფეთ უმ კვერცხთან ერთად;
  9. ჩაასხით კვერცხის ლიეზონი სუპში, დაუმატეთ მას მარილი, წიწაკა და აადუღეთ კიდევ ერთხელ;
  10. გამორთეთ ცეცხლი, მირთმევამდე მოაყარეთ დაჭრილი კამა.
სუპი ბოსტნეულითა და ლობიოთი


ინგრედიენტები
  • 200 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 3 კარტოფილი
  • 100 გ მოხარშული ლობიო
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • პრასი
  • ოხრახუში და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერით სტაფილო თხლად, ხახვი რკალებად. შეწვით სტაფილო, ხახვი და პრასი ზეთზე;
  2. ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად, კარტოფილი გათალეთ და დაჭერით კუბებად. მოათავსეთ მდუღარე წყალში;
  3. აქვე დაუმატეთ მოთუშული სტაფილო და ხახვი, ხარშეთ 15-20 წუთით;
  4. დაუმატეთ ქვაბში ლობიო(შეგიძლიათ აიღოთ კონსერვირებული, თეთრი, ოღონდ სოუსის გარეშე) და ხარშეთ კიდევ 5 წუთით. მირთმევამდე მოაყარეთ მწვანილი.
სუპი მწვანე ბარდითა და პიტნით


ინგრედიენტები
  • 1.5 ლ წყალი
  • 250 გ გაყინული ბარდა
  • 3 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 30 გ კარაქი
  • 100 მლ ნაღები
  • რამდენიმე ფოთოლი პიტნა
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში კუბებად დაჭრილი, გათლილი კარტოფილი და ხარშეთ 10 წუთი;
  2. კარაქი დაადნეთ ტაფაზე, შეწვით მასზე ხახვი ოქროსფრამდე;
  3. ჩაუშვით ხახვი ქვაბში, დაუმატეთ ბარდა, ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთით;
  4. ამ ეტაპზე მოაყარეთ მარილი გემოვნებით;
  5. ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დაქუცმაცებული პიტნა, აადუღეთ და გამორთეთ ცეცხლი.
გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.