» » » მარტივი, მაგრამ უგემრიელესი და სასარგებლო სუპი პატარა და დიდი ბავშვებისთვის

მარტივი, მაგრამ უგემრიელესი და სასარგებლო სუპი პატარა და დიდი ბავშვებისთვის

ხდება ხოლმე, როცა ათასგვარად მორთულ-მოკაზმული რეცეპტი უყურადღებოდ რჩება, სწრაფ ხელზე მომზადებული კერძი კი პოპულარობით სარგებლობს მრავალი წლის მანძილზე.



კერძი, რომელსაც ჩვენ ახლა გთავაზობთ, არამხოლოდ უფროსებს მოეწონებათ, არამედ თქვენს ბავშვებს შეუყვარდებათ, თანაც იგი იმდენად გემრიელი და სასარგებლოა, მომზადებაც ისეთი მარტივია, რომ არასდროს დაგეზარებათ!


საბავშვო სუპის რეცეპტი
თუ ბავშვისთვის კარგი სუპის რეცეპტს ეძებთ, უკვე იპოვეთ! რჩევების რედაქცია გასწავლით მარტივი და გემრიელი სუპის მომზადებას, რომელიც არამხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც მოეწონებათ. ახლა, ახალგაზრდა დედებისთვის დახურულია კითხვა: როგორ ვკვებოთ ბავშვები ჯანსაღად.

ინგრედიენტები
  • 1 ლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 პატარა კარტოფილი
  • 1/2 საშუალო ზომის თავი ხახვი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1/2 ქილა კონსერვირებული მწვანე ბარდა
  • 2 კვერცხი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • უმი მწვანილი გემოვნებით
მომზადება
  1. გარეცხილი და გათლილი ხახვი და სტაფილო დახეხეთ მსხვილად, კარტოფილი დაჭერით კუბებად, კვერცხი მოხარშეთ.
  2. ოდნავ მოთუშეთ ბოსტნეული კარაქისა და ზეთის ნარევში, არ შეწვათ. გამორთეთ ცეცხლი, როცა სტაფილო დარბილდება, ხახვი კი გამჭვირვალდება.


  3. ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ კარტოფილი და მწვანე ბარდა მარინადთან ერთად. ხარშეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეული და დახეხილი კვერცხი.


  4. ხარშეთ სუპი კიდევ რამდენიმე წუთის მანძილზე, შემდეგ დაუმატეთ სანელებლები და მწვანილი. მიირთვით ცხლად, არაჟნითა და მწვანილით მორთული.


    მსუბუქი სუპი კონსერვირებული ბარდით მზადაა - გემრიელად მიირთვით.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.