სუპი გოგრით
ინგრედიენტები:
ბრინჯი - 150 გრამი
რძე - 10 ჩაი ჭიქა
წყალი - 3 ჩაის ჭიქა
კარაქი - 2 სუფრის კოვზი
გოგრა -500 გრამი
მარილი და დარიჩინი - გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
150 გრამ დარჩეულ და კარგად გარეცხილ ბრინჯს დავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი. მივუმატოთ 50 გრამი კარაქი და ვადუღოთ 5-7 წუთი. შემდეგ დავასხათ 10 ჩაის ჭიქა რძე და განვაგრძოთ დუღება ნელ ცეცხლზე, სანამ ბრინჯი მოიხარშებოდეს. 500 გრამი გოგრა მოვხარშოთ ცალკე ჭურჭელში, დავსრისოთ და გავატაროთ ფლავსაწურში, შემდეგ შევურიოთ სუპს და მივუმატოთ ცოტაოდენი დარიჩინი. გემოვნების მიხედვით შევანელოთ მარილით.