» » » როგორ მივირთვათ ხურმა ისე, რომ გავხდეთ: "ჯერ კიდევ 1 კვირის წინ 63 კგ-ს ვიწონიდი, დღეს - 59"

როგორ მივირთვათ ხურმა ისე, რომ გავხდეთ: "ჯერ კიდევ 1 კვირის წინ 63 კგ-ს ვიწონიდი, დღეს - 59"

ახალი წლისთვის, როგორც არასდროს, გვინდა შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ, თუმცა, ხშირად, ამის შესახებ უშუალოდ დღესასწაულის წინ გვახსენდება, როცა საქმე სადღესასწაულო სამოსის მოზომებასთან გექნებათ. მაშინ კი გეჩვენებათ, რომ ვეღარაფერს შეცვლით. აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, როცა დღესასწაულამდე მხოლოდ 1 კვირაა დარჩენილი, გაქვთ შანსი, შესამჩნევად გააუმჯობესოთ თქვენი ფიგურა.



საკმარისია, უბრალოდ გადახედოთ რაციონს და მენიუში წვნიანი ხურმა ჩართოთ. ეს გემრიელი ნაყოფი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის: ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს განწყობას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ხსნის შეშუპებებს და ხელს გვიწყობს გახდომაში.

როგორ გავხდეთ ხურმის დახმარებით


ხურმის დიეტის წესები მარტივია: 7 დღის მანძილზე თითო ნაყოფი ხურმა უნდა მიირთვათ დღეში. ასევე, უნდა ჩაანაცვლოთ ორი სახის მენიუ და დღეში არანაკლებ 2ლ წყალი უნდა მიირთვათ. ეცადეთ, ნაკლებად მოაყაროთ მარილი საკვებს, რათა ორგანიზმში წყალი არ შეკავდეს.


მენიუ #1
  • საუზმე: 1-2 ხურმა;
  • სადილი: 200 გ უცხიმო ხაჭო და 1 მოხარშული კვერცხი;
  • ვახშამი: 200 გ ბოსტნეულის რაგუ და 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი ან ჩაი 1 ჩ.კ. თაფლით.
მენიუ #2
  • საუზმე: 100 გ მოხარშული ქათმის ფილე, კომბოსტოს ან კიტრის სალათი, უშაქრო ყავა;
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი წყალზე, 2 ნაჭერი შვრიის პური, 150 გ ნატურალური მაწონი;
  • ვახშამი: 1-2 ხურმა.


სანამ ასეთ დიეტას დაიცავდეთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ვინაიდან ხურმის მირთმევა არაა რეკომენდებული დიაბეტიკებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.