» » » ვინ უნდა თქვას უარი ხურმაზე ერთხელ და სამუდამოდ და რატომ?

ვინ უნდა თქვას უარი ხურმაზე ერთხელ და სამუდამოდ და რატომ?

ნოემბრის მოსვლასთან ერთად ბაზრის დახლებზე გაჩნდა შემოდგომის ბოლო ხილი - ხურმა. ტკბილი და ჟელესებრი "ღვთიური საკვები"(ასე ლათინური სახელწოდება Diospyros ითრაგმნება) გასტრონომიულ სიამოვნებას გვპირდება.



ეს მკვეთრი შემოდგომის ხილი შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების უდიდეს რაოდენობას, ასევე, სასარგებლოა მხედველობის, ფილტვების, გულისა და თირკმლებისათვის.


თუმცა, მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ხურმა, შესაძლოა, სერიოზულადაც აზიანებდეს ჯანმრთელობას იმ სიტუაციებში, როცა მოიხმარენ არამწიფე ნაყოფს ან როცა დღეში ორზე მეტს მიირთმევენ.

შეიძლება თუ არა ხურმის ჭამა
ჯანმრთელობისთვის ხურმის ზიანი დაკავშირებულია მოუმწიფარ ნაყოფში არსებულ დიდი რაოდენობით ტანინებთან. ტანინი, ანუ სათრიმლავი მჟავა - ეს ფენოლური ნაერთია, რომელსაც ქსოვითი მოქმედება ახასიათებს. მისი სახელი მომდინარეობს ფრანგული სიტყვა tanner-ს ნიშნავს, რაც კანის გარუჯვას ნიშნავს.


ტანინების მრუჯავი მოქმედება დაფუძნებულია მათ უნარზე, წარმოქმნან გამძლე ბმები ცილასთან, პოლისაქარიდებთან და სხვა ბიოპოლიმერებთან. ხურმის გარდა, ტანინებით მდიდარია შავი მოცხარი, შინდი, კომში და ბროწეულიც. ტანინს შეიცავს ჩაი, კაკაო და წითელი ღვინო.
პირის ან კუჭის ღრუს ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, ტანინი შედის რეაქციაში უჯრედის მემბრანების ცილებთან, აბრუნებს მას და ქმნის მომზიდავ ფენას. აქედან ჩნდება ჩვენთვის ცნობილი დაჭიმვის შეგრძნება.
კუჭის სპეციფიკურ გარემოში ტანინს შეუძლია იმ ნაწილაკების წარმოქმნა, რომელთა გადამუშავებაც შეუძლებელია. ექიმები ასეთ წარმონაქმნებს ბეზოარებს, იგი "კუჭის კენჭს" უწოდებენ. ზოგ წარმატებულ შემთხვევაში, ეს კენჭები დამოუკიდებლად გაიწოვება, თუმცა ხანდახან, ამას ქირურგიული ჩარევაც ესაჭიროება.


ტანინების დიდი დოზა გადაიზრდება საჭმლის მონელების დარღვევაში, თირკმლების ან ღვიძლის დისფუნქციაში. ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ შესაძლოა ნაწლავის კედლების გაღიზიანებაც. სათრიმლავი მჟავის სიჭარბე ხელს უშლის სასარგებლო მიკროელემენტების სწორ ათვისებას, კერძოდ, რკინისას, რაც ხელს უწყობს ანემიის განვითარებას.
ტანინს აქვს თვისება, დაიკავშიროს კალციუმი რძის პროდუქტებიდან და აქციოს გაუხსნელ ნივთიერებად, რაც, წლების შემდეგ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის მიზეზი გახდება. ამიტომ ხურმა არაა რეკომენდებული რძის პროდუქტთან ერთად.


საინტერესოა, რომ ამავე მიზეზით დიეტოლოგები არ გვირჩევენ მაგარი ჩაის(ტანინს შეიცავს) დაყოლებას ყველთან. უმჯობესია, აღნიშნული პროდუქტები ცალ-ცალკე მოიხმაროთ, ჩაი კი დალიეთ მწვანე ან არაუმეტეს 2 ფინჯანი დღეში.

ვინ უნდა უფრთხილდეს ხურმას
  1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებევის, კუჭისა და ნაწლავების დაქვეითებული აქტივობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებმა უარი უნდა თქვან ხურმაზე, ვინაიდან ტანინები იწვევს ნაწლავების მწვავე გაუვალობას.
  2. ხურმაზე უარი თქვით პანკრეატიტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დროსაც.
  3. ადამიანებმა, რომლებიც მიდრეკილი არიან სიმსუქნისა და წონის სწრაფად მატებისკენ, უარი თქვით ხურმაზე, ვინაიდან იგი ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
  4. ხურმა უკუჩვენებულია პატარა ბავშვებისთვის, თუმცა სპეციალისტებს წარმოდგენა არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვის ზღვარის შესახებ. პედიატრების ერთი ნაწილი გვირჩევს 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხურმის მორიდებას, სხვაბნი კი გვირჩევენ 7-8 წლამდე არ გავაკეთოთ ეს.


  5. ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდის ქალბატონები უნდა უფრთხილდნენ ხურმას, რადგან მან, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.


  6. იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ხურმა გავნებთ სხვადასხვა გამოვლინების ალერგიული რეაქციით. იოდზე ალერგია გვხვდება ბავშვებში, თუმცა, ზრდასრულ ადამიანებში გამოვლინებისას მნიშვნელოვნად რთულია.
  7. შაქრიანი დიაბეტის დროს ხურმის ჭარბი მოხმარება გამოიწვევს სისხლში შაქრის უეცარ მომატებას.
  8. ხურმა ამცირებს წნევას, ჰიპოტონიის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიირთვან იგი დიდი რაოდენობით, თუმცა 1-2 ცალი არავის ავნებს.
ახლა უკვე იცით, რითაა საშიში ხურმა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე სამუდამოდ უნდა თქვათ უარი, ვინაიდან ყველაფერი სასარგებლოა ზომიერად. თუ კნტ-ს დაავადებებისკენ გაქვთ მიდრეკილება, შეგიძლიათ დღეში 1 ცალი ნაყოფი უსაფრთხოდ მიირთვათ. გარდა ამისა, არ დააყოლოთ მას რძის პროდუქტი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.