» » » კერძი, რომელსაც ვერ შეელევით - სულ 15 წუთი დაგჭირდებათ, დანარჩენი კი ღუმელს მიანდეთ

კერძი, რომელსაც ვერ შეელევით - სულ 15 წუთი დაგჭირდებათ, დანარჩენი კი ღუმელს მიანდეთ

როცა მზად იქნებით, საბოლოოდ მოაგვაროთ დღესასწაულის საქმეები, მოგიწევთ, იფიქროთ სუფრაზეც. შესაძლოა, ბერძნული კაკლითა და ყველით სკუმბრია თქვენს უქმე დღეებზე გადამწყვეტი ელემენტი გახდეს. ყველისა და კაკლის კლასიკური შეხამება, მდოგვის პიკანტური ნოტები თევზის გემოს იდეალამდე მიიყვანს.
სკუბრია ხელმისაწვდომიცაა და სასარგებლოც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგი მდიდარია ფოსფორით, ფტორით, იოდით, კალციუმით, მაგნიუმი, თუთიით, ომეგა-3ით, D ვიტამინით. ჯამში, თევზი კი არა, ვიტამინების საუნჯეა. თუ მისი დამახასიათებელი თანდაყოლილი გემო არ მოგწონთ, თევზის მოდგვით შეზელამდე მორწყეთ ფილე ლიმონის წვენით.
ინგრედიენტები
  • 300-400 გ სკუმბრია
  • 3 ჩ.კ. ბერძნული კაკალი
  • მარილი და თევზის სანელებლები გემოვნებით
  • 1.5 ჩ.კ. მდოგვი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • მაიონეზი გემოვნებით
მომზადება
  1. სკუმბრიას მოაჭერით თავი და ფარფლები, შემდეგ გაჭერით შუაზე, ფრთხილად მოაცალეთ შიგთავსი და ძვლები. მიღებული ფილეს ფენა გარეცხეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
  2. შიგნითა მხრიდან ფილეს მოაყარეთ სანელებლები, შეაზილეთ მდოგვი, მოაყარეთ დანაყული კაკალი და დახეხილი ყველი.


  3. შეაერთეთ თევზის ნახევრები, გაახვიეთ კულინარიული ან სტომატოლოგიური ძაფით. შეახვიეთ თევზი ფოლგაში და შედგით ღუმელში 20-25 წუთით, აცხვეთ 180 გრადუსზე.


  4. გამოიღეთ თევზი, მოხსენით ფოლგა, ზედაპირზე წაუსვით მაიონეზი და შედგით ღიად ღუმელში კიდევ 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.