» » » სკუმბრია ცელოფანში: სადღესასწაულო თევზის მწნილი 1 დღეში

სკუმბრია ცელოფანში: სადღესასწაულო თევზის მწნილი 1 დღეში

სკუმბრია ყველას უყვარს (თითქმის): ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის მისი მომზადება. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მუდმივად წუწუნებს ამ თევზის აუტანელ სუნზე გამოცხობის დროს. თუ თქვენც ეს პრეტენზია გაქვთ, გთავაზობთ თევზის მწნილის რეცეპტს.

მისი მომზადება მარტივია. პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ საკვები ცელოფანი და პოლიეთილენის პაკეტი, ასევე, ცხიმიანი, ახალი თევზი 500-600 გ.

ინგრედიენტები
  • 1 ც სკუმბრია
  • 1.5 ჩ.კ. შაქარი
  • 4 ც დაფნის ფოთოლი
  • 1.5 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 0.5 ჩ.კ. შავი წიწაკა (დაფქული)
მომზადება
  1. გაალხვეთ სკუმბრია, მოაჭერით თავი, კუდი და ფარფლები, ამოაცალეთ შიგნეულობა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ მუცლის შიგნით შავი ფენის მოცილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თევზის მწნილი ცხარე და უსიამოვნო გემოსი იქნება.
  2. ჩაჭერით ხერხემლის გასწვრივ ორი ნაპრალი, მოაშორეთ ფილეს ძვლები მაქსიმალურად.
  3. თევზის ნახევარი დადეთ საკვებ ცელოფანზე მუცლით ზემოთ, მოაყარეთ მარილი და შაქარი, მოასხით მცენარეული ზეთი და დაალაგეთ დაფნის ფოთლები.
  4. შეაერთეთ ფილეს ნახევრები და შეახვიეთ საკვებ ცელოფანში, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და შედგით მაცივარსი 24 საათით. ამ დროისთვის თევზი 1-2ჯერ გადააბრუნეთ.
არ შეგაშინოთ თევზის დამწნილების მოკლე დრომ: სკუმბრიასთვის ერთი დღე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კარგად გაიჟღინთოს მარილითა და სანელებლებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.