როგორ მოვიშოროთ ტომრები თვალქვეშ სწრაფად
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - მოიცილოთ მაპროვოცირებელი ფაქტორი. თუმცა, ყველა ქალბატონს არ აქვს კარგად გამოძინების ან სამუშაო დღის გამარტივების საშუალება. როგორ უნდა მოიქცეთ, რათა მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდეთ შეშუპებებისა და შავი წრეებისგან? ამისათვის სილამაზის ინდუსტრიაში არსებობს თვალის ირგვლივ კანის ექსპრეს მოვლის საშუალება - ჰიდროგელური პატჩები,
ეს პატარა ნიღბები ძალიან კომფორტულია. მისი შემადგენლობის წყალობით, პატჩი უმკლავდება არამხოლოდ უძილო ღამეების, არამედ ასაკობრივი ცვლილებების შედეგებსაც.
პატჩები ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში იყიდება. ერთადერთი, რაც მყიდველებს არ მოსწონთ - ესაა მისი მაღალი ფასი.
სწორედ ამიტომ, რჩევების რედაქციამ მოამზადა საჭირო ინსტრუქცია "ოქროს" პატჩების მოსამზადებლად, საშინაო პირობებში. ამასთან, ეს პატჩები მაღაზიისაზე ცუდად როდი მუშაობს, სამაგიეროდ, ხუთჯერ უფრო იაფია. ახლა უკვე გეცოდინებათ, როგორ მოიშოროთ ტომრები თვალქვეშ დილაობით.
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. ნატურალური მაწონი
- 2 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 1/3 ჩ.კ. კურკუმა
- 5 წვეთი ვიტამინი E
- 1 ს.კ. ჟელატინი
- შეურიეთ კურკუმა, იოგურტი და ჟელატინი. გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დადგით ორთქლის აბაზანაზე და მოურიეთ ჟელატინის სრულად გახსნამდე.
- არ აიღოთ ორთქლიდან, დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. როცა შაქარიც გაიხსნება. აიღეთ ჭურჭელი ორთქლიდან და გააგრილეთ 5 წუთით.
- დაუმატეთ მასას ზეითუნის ზეთი და ვიტამინი E. კარგად მოურიეთ და ჩადეთ მასა თხელ ფენად ღრმა სილიკონის ფორმებში დიამეტრით არაუმეტეს 7 მმ. შედგით ფორმები მაცივარში 15 წუთით.
- მზა პატჩები შეინახეთ მაცივარში. გამოყენებამდე გაჭერით შუაზე და მიიდეთ თვალქვეშ 15 წუთით.
- შეინახეთ პატჩები მხოლოდ სილიკონის ფორმაში ან ცალკეულ ჭურჭელში. იმისათვის, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს, სათითაოს დააფარეთ საკვები ცელოფანი.
დაიდეთ პატჩები თვალებზე გაწმენდილ კანზე, რომელზეც არ უნდა იყოს ხილული დაზიანებები, მაქსიმუმ 20 წუთით და არაუხშირეს კვირაში ოთხჯერ. ეფექტის გასაუმჯობესებლად, გამოყენებამდე დაიმასაჟეთ თვალქვეშა კანი მსუბუქად.