ეს ნიღაბი მომენტალურად აქრობს დაღლილობის კვალს თვალის ირგვლივ. რეცეპტი ჩვენთან ინდოეთიდან მოხვდა, სადაც კურკუმას არამხოლოდ სანელებლად, არამედ კოსმეტიკურ საშუალებადაც იყენებენ. კურკუმა ნიღბის შემადგნელობაში აღიავებს და აახალგაზრდავებს კანს. გარდა ამისა, ოქროსფერი ნიღაბი შეიცავს სოდას - ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კომპონენტს, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანის საფარველში და წმენდს მას.
აქტიური მასის წასმის შემდეგ, შესაძლოა, გაჩნდეს მსუბუქი სიწითლე სისხლის მოზღვავების გამო, თუმცა, ეს აღელვების საბაბი არაა - 1 საათში სიწითლე ჩაცხრება, კანი კი ფანტასტიურად გამოიყურება.
ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვისინგრედიენტები- 0.5 ს.კ. კურკუმა
- 1 ს.კ. სოდა
- რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება- მოამზადეთ ფაფა ამ ინგრედიენტებისგან. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ჩაანაცვლეთ ლიმონის წვენი ტონიკით ან წყლით.
- წაისვით ოქროსფერი ნიღაბი თვალქვეშ და გაიჩერეთ 15 წუთით.
- ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ასეთი ნიღაბის გაკეთება საკმარისია 3 დღეში ერთხელ სასურველი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღებად. წვრილი ნაოჭები ჩალგადება, კანი გაღიავდება, გაქრება ტომრები და რგოლები თვალქვეშ.