» » » თვალქვეშა სილურჯეებისა და ტომრების აღარ მეშინია - ეს იმ პატჩების დამსახურებაა, რომლებსაც თავად ვამზადებ

თვალქვეშა სილურჯეებისა და ტომრების აღარ მეშინია - ეს იმ პატჩების დამსახურებაა, რომლებსაც თავად ვამზადებ

ხანდახან, უბრალო უძილობის, ან მხიარული საღამოს შემდეგ, თვალქვეშ ჩნდება ე.წ. ტომრები და სილურჯეები. ღამით ბანალური ჩაის ზედმეტად მოხმარებაც კი იწვევს ამ პრობლემას.
მოვლენა საკმაოდ უსიამოვნოა ნებისმიერი ქალისთვის. ფუჭდება განწყობა, ამ იერით სადმე წასვლაც არ გვინდება; ზოგიერთს ტონალური კრემი და პუდრიც კი ვერ შველის.
ბოლო დროს გაჩნდა საკმაოდ ეფექტური "იარაღი", ამასთან, არამხოლოდ უძილო ღამეებისა და ნერვიულობის შედეგებს, არამედ ასაკობრივ ცვლილებებსაც ებრძვის - ეს თვალქვეშა პატჩებია.



"პატჩი" (ინგლისურიდან) ითარგმნება, როგორც ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერულ ფაილებში გარკვეული ცვლილებების ავტომატიზებული შეტანისთვის. კოსმეტოლოგები ამ ტერმინს ხსნიან, როგორც "პროგრამის გადაწერა" კანზე.
ასე მოევლინა სამყაროს თვალის პატჩები, იგივე პლასტირები, როგორც ხანდახან მას უწოდებენ, რომლებსაც დიდი დანიშნულება აქვთ - გაშორებთ შავ ტომრებს, შეშუპებებსა და დაღლილობისა და დაბერების სიმპტომებს.


პატჩები თვალებს სპეციალური სამკურნალო გელით ეკრობა და მარტივად აიცლება. შეგიძლიათ, პროცედურის დროს აკეთოთ სახლის საქმეები და არ შეგეშინდეთ იმისა, რომ ნიღაბი მოძრაობას დაიწყებს. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ამ საშუალებას ყველაზე სწრაფი ეფექტი აქვს.


საუკეთესო პატჩები თვალქვეშ
დღეისათვის პატჩის შეძება ნებისმიერი კოსმეტიკურ მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა, მათი მომზადება შინაც შეგიძლიათ, რითიც დაზოგავთ დიდი რაოდენობით თანხას.
რჩევების რედაქციამ მოამზადა თვალქვეშა პატჩების 5 რეცეპტი, რომელთა მომზადებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ.


  1. დაღლილობის კვალის წასაშლელად
    აიღეთ ერთი კარტოფილი, გარეცხეთ და დახეხეთ სახეხზე კანიანად. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ კარტოფილი, ს.კ. გაცრილი ფქვილი და ს.კ. რძე.
    აიღეთ კოსმეტიკური ბამბის დისკები და გაჟღინთეთ ამ ფაფით. მიიდეთ თვალებზე და გაიჩერეთ 15 წუთით. პროცედურის დასრულების შემეგ ჩამოიწმინდეთ თვალები ცივი წყლით.


  2. ნაოჭების წინააღმდეგ
    ათქვიფეთ მიქსერით 2 ს.კ. ნატურალური მაწონი, 2 ჩ.კ. ლერწმის შაქარი და 1 ჩ.კ. ნუშის ზეთი.
    თუ მასა ძალიან სქელია, დაუმატეთ ცოტაოდენი რძე. ჩაალბეთ ბამბის დისკები მიღებულ მასაში, მიიდეთ კანზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ მინერალური წყლით.


  3. გამოხედვის ეფექტურობისთვის
    შეურიეთ 2 ს.კ. ახლადმოდუღებული, არაცხელი ყავა და 2 ს.კ. ცხიმიანი ნაღები, გამოიყენეთ ისევე, როგორც ზემოთაა აღწერილი.


  4. შავი წრეების გასაღიავებლად
    მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ თითო-თითო მწვანე, პიტნისა და გვირილის ჩაის პაკეტები, დაუმატეთ 1 ს.კ. ოხრახუშის ფოთლები. დაასხით მდუღარე წყალი. როცა სითხე გაცივდება, გაწურეთ და შედგით მაცივარში. გამოიყენეთ სახეზე დილით, დაიდეთ ბამბის დისკებით 15 წუთით მაინც.


  5. შეშუპებებისა და გაღიზიანების წინააღმდეგ
    ჩაყარეთ რძით სავსე ფინჯანში (რძე ცხიმიანი უნდა იყოს, შეგიძლიათ ნაღები გამოიყენოთ) რამდენიმე ცალი ყინულის კუბი, დაელოდეთ, სანამ რძე ძალიან გაცივდება.
    წინასწარ წაისვით თვალქვეშ კანზე მსუბუქი კრემი ან გელი, ამის შემდეგ დაიდეთ 15 წუთით ბამბის დისკებით. ჩამოიბანეთ წყლით.

ეს რეცეპტები ძვირადღირებული კრემებისა და შრატების იაფი ალტერნატივაა, გირჩევთ, ჯერ სწორედ ეს გამოსცადოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.