» » » პროდუქტი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე

პროდუქტი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე

ჩვენ კანს პრობლემურად ვთვლით, თუ გიი ცხიმიანი და გამონაყარით სავსეა. ეს დიდი შეცდომაა. კოსმეტოლოგების თქმით, თანამედროვე სამყაროში არ არსებობს იდეალური კანის მქონე ქალბატონი: სიმშრალე, შეშუპება, კუპეროზი, არათანაბარი ფერი, პიგმენტაცია, პოსტაკნე... ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემაა, რომელიც ყოველთვის კანის არასწორი მოვლის დროს როდი ჩნდება. არსებობს 4 პროდუქტი, რომელთა აუტანლობაც ნებისმიერ ადამიანში იწვევს კანის პრობლემებსა და ნაადრევ დაბერებას.



Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ კანის რომელი დაავადებების გზით იჩენს თავს შაქარი, გლუტენი, რძე და ალკოჰოლი. ასევე, იმაზეც, თუ როგორ უნდა დაიბრუნოთ კანის ერთფეროვნება და მოქნილობა.

პრობლემური კანის მოვლა
  1. რძიანი სახე

    როგორც უკვე მიხვდით, ჩვენ განვიხილავთ კანის პრობლემებს, რომლებიც რძიანი პროდუქტების მოხმარებას მოჰყვება(თუნდაც, არასუფთა გზით). ყავა რძით, რძის კოქტეილები, შვრიის ფაფა რძით ბოროტ როლს ასრულებს თქვენი კანის მდგომარეობაში, მაშინაც კი, თუ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ. ასაკთან ერთად ხომ ორგანიზმი სულ უფრო რთულად იტანს ლაქტოზას, რაც მოქმედებს როგორც სახის კანზე, ასევე, მთელ სხეულზე.

    თუ სახე შესიებული და ჩამოწელილი გაქვთ, იგი სავსეა შავი წრეებითა და თვალქვეშა ტომრებით, არათანაბარი რელიეფითა და ლოყებზე გამონაყარით - უარი თქვით რძის პროდუქტზე 14 დღის მანძილზე. თუ თქვენი კანი ამ დროის მანძილზე გარდაიქმნება, გამორიცხეთ რძე რაციონიდან სამუდამოდ. დაშვებულია ხაჭო მცირე რაოდენობით, იმისათვის, რომ მოიშოროთ შესიება და აკნე, გაიკეთეთ რამდენიმე პილინგი კოსმეტოლოგთან ან გამოიყენეთ კრემები.

    ასევე, შეგიძლიათ, ბალახისგან ყინულის კუბები გააკეთოთ, შეიზილოთ სახეზე ყოველ დილით, ზამთარშიც კი. ეს დაგეხმარებათ კანის ელასტიურობის დაბრუნებასა და შესიების ჩაცხრობაში.



  2. გლუტენიანი სახე
    გლუტენი - ესაა ცილა, რომელსაც შეიცავს ხორბალი, შვრია, ბურღული, ქერი, ასევე, ამ კულტურებით დამზადებული სასმელები და საკვები. შედარებით ნაკლებ ადამიანს აწუხებს გლუტენის აუტანლობა, თუმცა ზოგში ცილა იწვევს ანთებით რეაქციებს. სიმპტომები: ფერიმჭამელები შუბლზე, შესიებული და წითელი ლოყები, გასიებული სახე, კომედონები და პიგმენტური ლაქები ნიკაპზე.

    თუ მსგავსი პრობლემები გაქვთ, უარი თქვით გლუტენის შემცველ პროდუქტზე 14 დღით. ნუ ცდით პილინგებსა და სხვა კოსმეტოლოგიურ საშუალებებს ამ დღეების მანძილზე - უბრალოდ გამორიცხეთ გლუტენი რაციონიდან. კანი დამოუკიდებლად უნდა გარდაიქმნას. მიირთვით მეტი წყალი, ცელულოზის შემცველი პროდუქტი და შეშუპება დაცხრება, კანის ტონი რეგულირდება, თქვენ კი, ბოლოს და ბოლოს, მიიღებთ ლამაზ სახეს.



  3. ღვინიანი სახე
    თუ ყოველი წვეულების შემდეგ სახეზე უსიამოვნო სიურპრიზები ჩნდება, ალკოჰოლი თქვენი მტერი ყოფილა. მასში დიდი რაოდენობით შაქარი და სულფიტია, რომლის გამოც ორგანიზმი უწყლოვდება. ამრიგად, ღვიძლი და თირკმლები არასწორად მუშაობს, თქვენი სახე კი ნაადრევად ბერდება. პრობლემები: ძლიერად გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, წვრილი ნაოჭები თვალქვეშ, ნაოჭები ან ლაქები მთელ სახეზე, კუპეროზი, წვრილი ნაოჭები ლოყაზეც.

    თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან 3 კვირის მანძილზე. გამორიცხეთ ყავა კონიაკით, კონფეტები ლიქიორით, ბალახის ნაყენებიც უნდა გამორიცხოთ. კანი გაცილებით ახალგაზრდა გახდება. ამის შემდეგ, ჩაიტარეთ რეტინული პილინგი - ეს დაგეხმარებათ ნაოჭებისა და პიგმენტების მოცილებაში. გამოიყენეთ ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინი C-თი მდიდარი კრემები. რეკომენდებულია მეზოთერაპიის ჩატარებაც, რათა კანი შეავსოთ აუცილებელი ვიტამინებით.



  4. შაქრიანი სახე
    პრობლემა ისაა, რომ შაქარი გლიკირებას - კოლაგენზე გლუკოზის ჭარბად მიმაგრებას, რაც მოქნილ, ელასტიურ კოლაგენის ბოჭკოს მოუქნელს და ხეშეშს ხდის. შაქრიანი სახის სიმპტომები: ჩამუქებული ფერი, ნაოჭები შუბლზე, პოსტაკნე და ფერიმჭამელები მთელ სახეზე, ტომრები თვალქვეშ, კანის გაუწყლოება, დაღლილი იერსახე, პიგმენტური ლაქები.

    თუ ტკიბილისმოყვარული ხართ, შეამცირეთ ტკბილეულის დოზა ორჯერ, ერთი კვირის მანძილზე, შემდეგ კი სრულიად უარი თქვით 2 კვირის მანძილზე. ასე გათავისუფლდებით სხვადასხვა დესერტის ჭამის ჩვევისგან. ასევე, გამორიცხეთ რაციონიდან თეთრი ბრინჯიც. გაიკეთეთ ნიღბები წყალმცენარეებისა და კოენზიმ Q10-ის შემცველობით. მიირთვით ბევრი წყალი და მეტი მწვანე ბოსტნეული.

    გამოიყენეთ ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინ C-ს შემცველი კრემები(თუ პიგმენტაცია გაქვთ), ასევე, ციტრუსზე დამზადებული ლოსიონები. კოსმეტოლოგთან გაიარეთ პილინგისა და კრიოთერაპიის პროცედურები, რათა მოიშოროთ ლაქები და გამონაყარი და რელიეფი გაათანაბროთ.


საჭმლის მონელების ნებისმიერი პრობლემა კონკრეტული პროდუქტის მოხმარებისას იწვევს უამრავ ქიმიურ და ჰორმონალურ ცვლილებას, რომლებიც დააჩქარებს შინაგან და გარეგნულ დაბერებას, შედეგი კი სახეზე სწრაფადვე ჩნდება, ამიტომ, გადახედეთ რაციონს და იფიქრეთ, რომელი პროდუქტი აისახება უარყოფითად თქვენს კანზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.