ნაზი პაშტეტი უჩვეულოდ ჰარმონიულად ეხამება მომჟავო-მოტკბო ფორთოხლის ჟლეს. თანაც, ასეთი კერძი ძალიან ორიგინალურად გამოიყურება სადღესასწაულო სუფრაზე.
ფორთოხლის ჟელე, სურვილისამებრ, ჩაანაცვლეთ სხვა ხილით ან კენკრით. იდეალურია მომჟავო სახეობები: მოცხარი, შტოში, წითელი მოცვი, ბროწეული.
როგორ მოვამზადოთ პაშტეტი ქათმის ღვიძლისგან
ინგრედიენტები
- 450 გ ქათმის ღვიძლი
- 125 გ კარაქი
- 1 თავი ხახვი
- 150 მლ ფორთოხლის წვენი
- 1 ჩ.კ. ჟელატინი
- 1/2 ჩ.კ. შაქარი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1/8 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
- 1/8 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი
- 1/4 ჩ.კ. მშრალი ქონდარი
- 4 ს.კ. ბრენდი, კონიაკი ან რომი
- წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ 1 წუთით კარაქზე, ხშირად მოურიეთ.
- მოუმატეთ ცეცხლს, დაუმატეთ ღვიძლი, მარილი, ქონდარი, მუსკატის კაკალი და წიწაკა. მოთუშეთ კიდევ 5-7 წუთით და ხშირად ურიეთ.
- ჩაასხით ალოკოჰოლი და კიდევ თუშეთ 30 წამით.
- ბლენდერში შეურიეთ მიღებული მასა კარაქს.
- პაშტეტი გადადეთ თასში და შედგით მაცივარსი 6 საათით.
- ამ დროში დაასხით ჟელატინს ფორთოხლის წვენი და გააჩერეთ 20 წუთით.
- გაათბეთ, სანამ ჟელატინი სრულად არ გაიხსნება, დაუმატეთ შაქარი, მოურიეთ და გააციბეთ.
- მოასხით პაშტეტის ზედაპირს ჟელე.
- შედგით მაცივარში სრულ გაგრილებამდე.