ინტერნეტში იდეების ძიებისას გადავაწყდი ერთი პენსიონერი ქალბატონის რეცეპტს - არაჟნით მოთუშული ქათმის ღვიძლი. პირველი მომზადების შემდეგ მივხვდი, რომ ეს კერძი ნამდვილი საოცრებაა.
მომზადებას სულ 15-20 წუთი სჭირდება, მას მინიმალური კალორიულობა აქვს მთელ ოჯახს აძღობს ერთი ულუფა. რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ღვიძლის სარგებლობაზე.
ქათმის ღვიძლი არაჟანში, ხახვით
რჩევების რედაქცია გთავაზობთ ქათმის ღვიძლის მომზადების რეცეპტს ხახვითა და სტაფილოთი, მოთუშული არაჟანში. პრაქტიკული დიასახლისები მის უპირატესობებს აუცილებლად დააფასებენ!
ინგრედიენტები
- 300 გ ქათმის ღვიძლი
- 1 თავი ხახვი
- 1 სტაფილო
- 3-4 ს.კ. არაჟანი
- 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- დაჭერით ხახვი რკალებად. სტაფილო დახეხეთ. გამთბარ ტაფაზე შეწვით ხახვი ზეთში 2 წუთით, შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, მარილი და წიწაკა. შეწვით ბოსტნეული თავდახურული, 5 წუთის მანძილზე.
- გარეცხეთ და გააშრეთ ღვიძლი. მოაშორეთ ზედაპირის ფენა(სურვილისამებრ) და დაჭერით დიდ ნაჭრებად.
- გადადეთ ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე და დარჩენილ ზეთში საშუალო ცეცხლზე შეწვით ღვიძლი ორივე მხრიდან, რათა ოდნავ ხრაშუნა კანი ჰქონდეს (მაქსიმუმ 1 წუთით თითო მხარეს).
- დაუმატეთ ღვიძლს ბოსტნეული და მოთუშეთ ყველაფერი 5 წუთის განმავლობაში, მსუბუქად ურიეთ.
- დაუმატეთ სახლის არაჟანი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოთუშეთ ღვიძლი არაჟანში საშუალო ცეცხლზე 5 წუთით.
- სულ ესაა. მოთუშული ღვიძლი მზადაა! სუფრაზე გატანამდე მორთეთ მწვანილითა და დახეხილი მოხარშული კვერცხით.
გემრიელად მიირთვით!