ჩვენ ვერც ვამჩნევთ, თუმცა რეალურად, თავად ვართ ამ პროდუქტით გატაცებული. თუ სახლში საყინულეს შეამოწმებთ, ღორის ან ძროხის ხორცი იშვიათად თუ შეგვხვდება - ქათმის ფრთები, ქათმის ფილე და ბარკლები მთელ ადგილს იკავებს. მართალია, ასეთი ხელმისაწვდომი ხორცი ძალიან მოსაბეზრებელი ხდება, რამდენი კეჩუპი და მაიონეზიც არ უნდა მოასხათ. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ 6 საუკეთესო მარინადი ამ საყვარელი პროდუქტისთვის.
ლუდის
გაგისინჯავთ ლუდში ჩალბობილი ქათამი? ამ მარინადში თითოეულ ინგრედიენტს თავისი განსაკუთრებული როლი აკისრია. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად შეუდარებელია!
ინგრედიენტები
- 200 მლ სოიოს სოუსი
- 150 გ თაფლი
- 200 მლ ლუდი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ნაყოფი წითელი წიწაკა
- 1 ღერო როზმარინი
დაჭყლიტეთ ნიორი და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად. დაასხით ქათამს ლუდის მასა. გააჩერეთ ხორცი მაცივარში მთელი ღამით.
ვერც ერთი დაქალი ვერ გამოიცნობს ინგრედიენტებს, ჭამის შემდეგ თითებს ჩააყოლებს და დამატებასაც მოითხოვს!
ცხარე
რთულია, უკეთესი ვარიანტი მოიძიო, თუ ქათამი ცხარედ მოგწონთ. მარინადის მოსამზადებლად 5 ინგრედიენტი და ქათამი დაგჭირდებათ. ცხარე ხორცის მოყვარულებს კი ვურჩევდით, არ დაზოგონ წითელი წიწაკა.
ინგრედიენტები
- 1 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 30 მლ ლიმონის წვენი
- მარილი, წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
დააქუცმაცეთ ხახვი და ნიორი. მოაყარეთ ბოსტნეულს სანელებლები, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოასხით ქათმის ფილეს ეს მასა და გააჩერეთ 6 საათით.
უმჯობესია, მთელი ღამით გააჩეროთ - ასე მეორე დღეს მოსამზადებლად 10-15 წუთიღა დაგჭირდებათ.
ღვინის
ალკოჰოლისა და ხორიცს მარინადთან შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება. ასე გთავაზობთ ეს გემრიელ ვარიანტს:
ინგრედიენტები
- 400 მლ წითელი მშრალი ღვინო
- 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ღერო როზმარინი
- მარილი, წიწაკა, ქონდარი გემოვნებით
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და მოასხით წვენი ქათამს. ოთახის ტემპერატურაზე საკმარისია 30 წუთი, რათა ქათამი გაიჟღინთოს მარინადით. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად ღუმელში მოამზადოთ.
თუ ხორცს შესაფერის გარნირსა და სოუსს სწორად შეურჩევთ, სრულყოფილი ვახშამი მზად იქნება!
მკვეთრი გემოთი
რა სჯობს ცხარე წიწაკას ვახშამზე? მოამზადეთ ქათამი მკვეთრგემოიან მარინადში და უარს არავინ იტყვის მასზე.
ინგრედიენტები
- 2 თავი ხახვი
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი, წიწაკა ჩილი, პაპრიკა გემოვნებით
- 2 დაფქული დაფნის ფოთოლი
დააქუცმაცეთ ხახვი, შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და შეაზილეთ ხორცს მარინადი. გააჩერეთ 6 საათით.
მოემზადეთ - კერძი ძალიან ცხარეა. შეარჩიეთ უფრო მსუბუქი, მომჟავო სოუსი - ასე ხორცი იდეალური გახდება.
იტალიური
მზიან ევროპულ ქვეყანაში ამ რეცეპტს ყველა იყენებს. არავითარი მაიონეზი, არამედ ზეთი, კამისა და ოხრახუშის ნაცვლად - იტალიური ბალახი. არც ციტრუსის გარეშე გამოვა რამე:
ინგრედიენტები
- 25 მლ ლიმონის წვენი
- 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
- მარილი, წიწაკა, მშრალი იტალიური ბალახები გემოვნებით
დაჭერით ფილე, დაუმატეთ ყველა სანელებელი. დაასხით ზეთი და ლიმონის წვენი. ყველაფერს კარგად მოურიეთ და გააჩერეთ სულ 30 წუთით. ამის შემდეგ მოამზადეთ როგორც გენებოთ.
იტალიური ბალახი და ზეითუნის ზეთი ამ მარინადის მთავარი საიდუმლოა. გამოიყენეთ მათი უპირატესობები!
გრეიპფრუტის
ძალიან ორიგინალური მარინადია. ასეთი ქათამი სწორედ რომ სადღესასწაულო სუფრებისთვისაა შექმნილი.
ინგრედიენტები
- 1 გრეიპფრუტი;
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. ღვინის ძმარი
- 200 მლ წყალი
დააქუცმაცეთ ნიორი და ხახვი, შეურიეთ იგი ციტრუსის წვენსა და სხვა ინგრედიენტებს, დაასხით სითხე ქათამს, გააჩერეთ 4 საათით.
არ ღირს ექსპერიმენტის ჩატარება, თუ გრეიპფრუტი არ მოგწონთ. ალტერნატიულ ვარიანტად შეგიძლიათ ფორთოხლის წვენი გამოიყენოთ.