» » » თუ ყოველდღე კეჩუპი და მაიონეზი მოგბეზრდათ, გთავაზობთ 7 სახის სოუსის რეცეპტებს ყველა გემოვნებისთვის

თუ ყოველდღე კეჩუპი და მაიონეზი მოგბეზრდათ, გთავაზობთ 7 სახის სოუსის რეცეპტებს ყველა გემოვნებისთვის

მე ძალიან მიყვარს სხვადასხვა კერძი სოუსით, მის გარეშე შეუძლებელია მომზადებული საჭმლის გემოს მთელი პალიტრის შეგრძნება. დღეისათვის ყველაზე პოპულარული სოუსი კეჩუპი და მაიონეზია - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ისინი ყელში ამოგვივიდა?

ამასთან, კეჩუპს უკვე დიდი ხანია მიაკუთვნებენ მავნე პროდუქტთა სიას, მაიონეზი კი ცხელ ზაფხულში არაა რეკომენდებული.

სოუსის მომზადების რეცეპტი
ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია საკუთარი ხელით უგემრიელესი სოუსის მომზადება. რჩევების რედაქციამ მოამზადა 7 გასაოცარი რეცეპტი მაიონეზისა და კეჩუპის გარეშე. შეიტანეთ მრავალფეროვნება ყოველდღიურობაში.


ესპანური სალსას სოუსი
ინგრედიენტები
  • 15 პომიდორი-ჩერი
  • 1 კბილი ნიორი
  • 20 გ მწვანე ხახვი
  • 20 გ კამა
  • 1 ჩ.კ. ბალზამური ძმარი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით
მომზადება
გარეცხეთ პომიდვრები და მწვანილი. ბლენდერის თასში მოათავსეთ პომიდორი, ნიორი, ხახვი, კამა და დააქუცმაცეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამის შემდეგ მასას დაუმატეთ ძმარი, ტომატ-პასტა და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შემდეგ გადაასხით სხვა ჭურჭელში.

სალსა - ესაა ესპანური სამზარეულოს ტრადიციული სოუსი. გემოთი იგი ჰგავს ესპანურ სუპს - გასპაჩოს, რომელშიც წყალსა და კიტრსაც უმატებენ.


სალათის საზავებელი
ინგრედიენტები
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ბალზამური ძმარი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
დააქუცმაცეთ ნიორი, პატარა ჭურჭელში ჩაასხით ზეთი, ძმარი და დაუმატეთ ნიორიც. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ სოუსს მარილი და წიწაკა გემოვნებით. ამის შემდეგ დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.
ეს სოუსი შესანიშნავი დანამატია თქვენი საყვარელი ბოსტნეულის სალათისთვის.


კამის სოუსი
ინგრედიენტები
  • 20 გ კამა
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 ლიმონი
  • 1/2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
წვრილად დაჭერით კამა, ლიმონს მოხსენით ცედრა, რბილობი კი დაწურეთ. მოათავსეთ ყვეკა უნგრედიენტი ბლენდერში და მიიღეთ ფაფისმაგვარი მდგომარეობა. მზა სოუსი მოათავსეთ ქილაში.
საინტერესო გემოს მიიღებთ, თუ სოუს მიირთმევთ თევზთან, ხორცთან ან კიტრის სალათთან ერთად.


ძაძიკის სოუსი
ინგრედიენტები
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კიტრი
  • 125 მლ მაწონი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 20 გ ოხრახუში
მომზადება
დააქუცმაცეთ ნიორი, გათალეთ და დახეხეთ კიტრი, შემდეგ მოაშორეთ წვენი. წვრილად დაჭერით მწვანილი და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი მომცრო თასში.
საბერძნეთში ამ სოუსის გარეშე არც ერთი სუფრა არ ჩაივლის.


მოტკბო-მომჟავო სოუსი
ინგრედიენტები
  • 4 ს.კ. წყალი
  • 1 ჩ.კ. სიმინდის ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 3 ს.კ. ფორთოხლის წვენი
მომზადება
პატარა თასში გახსენით სიმინდის ფქვილი ცხელი წყლით. მეტალის ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ ტომატ-პასტა, ძმარი, სოიოს სოუსი და ფორთოხლის წვენი, აქვე ჩაამატეთ გახსნილი ფქვილი და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ აიღეთ ცეცხლიდან. სოუსი მიირთვით ცხლად. იგი უხდება ხორცს ნებისმიერი სახით.


სოუსი პესტო
ინგრედიენტები
  • 60 გ რეჰანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 50 გ პარმეზანი
  • 3 ს.კ. კედრის თხილი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
გარეცხეთ და გააშრეთ რეჰანი, მსხვილად დაჭერით ნიორი, წვილად დახეხეთ ყველი პარმეზანი და მოათავსეთ ბლენდერში ყველა სხვა ინგრედიენტთან ერთად(ზეითუნის ზეთი მოიტოვეთ). ათქვიფეთ სოუსი, თანდათან დაუმატეთ დარჩენილი ზეთი, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი კონსისტენცია. მზა სოუსი ერთგვაროვანი უნდა იყოს!
იტალიაში სოუსი პესტო უყვართ სპაგეტთან და ფეტუჩინისთან. ხშირად, იყენებენ ღორის დაბეგვილი ხორცის შესაზელავადაც.


ყველის სოუსი
ინგრედიენტები
  • 200 გ მდნარი ყველი
  • 10 მლ მცენარეული ზეთი
  • 200 მლ ნაღები
  • 3 ს.კ. კედრის თხილი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • საყვარელი სანელებლები
მომზადება
დახეხეთ მაგარი ყველი, პატარა თასში შეურიეთ მდნარი ყველი, მცენარეული ზეთი და ნაღები. მოხარშეთ ეს მასა ნელ ცეცხლზე, სანამ ადუღდება. მოუმატეთ ცეცხლს, ჩაყარეთ ქვაბში დახეხილი ყველი და საყვარელი სანელებლები. ხარშეთ კიდევ 3 წუთით და გამორთეთ.
ნაზი ყველის სოუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია სხვადასხვა კერძთან. იგი ნებისმიერ საკვებს პიკანტურობას ანიჭებს.


თქვენ რომელ სოუსებს ამზადებთ? გიცდიათ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს მომზადება?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.