» » » მოემზადეთ ზამთრისთვის: პომიდვრის საწებელი ნებისმიერი კერძთან

მოემზადეთ ზამთრისთვის: პომიდვრის საწებელი ნებისმიერი კერძთან

80-იანებში ამ სოუსის გარეშე არც ერთ მოსამზადებელ სეზონს არ ჩაუვლია. შეიძლება, დიასახლისს არ გაეკეთებინა ლეჩო, ჯემი ან მწნილი, თუმა "კობრა" არავითარ შემთხვევაში არ ავიწყდებოდა. მკვეთრი, არომატული, პიკანტური დანამატი პრაქტიკულად ნებისმიერი გარნირის, ხორცის კერძისა და ბუტერბროდისთვის. რომელ კეჩუპზე მესაუბრებით, როცა ასეთი უგემრიელესი საწებელი გვაქვს?

"კობრას" ორი გზით ამზადებენ: მოხარშვით და ხარშვის გარეშე. უმი სოუსისთვის ყველა ინგრედიენტს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, უმატებენ სანელებლებსა და ძმარს, ურევენ. მასას ასხამენ სუფთა და მშრალ ქილებში და ინახავენ მაცივარში. მომზადების ჩვენეულივერსია უკეთესია ხანგრძლივი შენახვისთვის, ძმრის დამატებას კი არ საჭიროებს.

სოუსის ხარშვისთვის გამოიყენეთ სქელძირიანი ჭურჭელი. მასას პერიოდულად ურიეთ ხორცის ციცხვით, რომ არ მიიწვას. საცდელი ულუფისთვის ინგრედიენტები შეგიძლიათ ორზე გაყოთ. საინტერესო გემოვნური თავისებურების მისაცემად გამოგადგებათ: ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, სურნელოვანი წიწაკა, დაფნის ფოთოლი.

ინგრედიენტები
  • 5 კგ პომიდორი
  • 3-4 ც ჩილი წიწაკა
  • 2 კონა ქინძი
  • 3 ც სტაფილო
  • 2.5 ს.კ. მარილი
  • 2.5 კგ ბულგარული წიწაკა
  • 2 კონა კამა
  • 3 კონა ოხრახუში
  • 1 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 20 კბილი ნიორი
მომზადება
  1. გარეცხეთ და შუაზე გაჭერით პომიდვრები, გაატარეთ ხორცსაკეპში. პომიდვრის პიურე გადაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ ადუღების შემდეგ 1 საათით.
  2. ბულგარულ წიწაკას მოაშორეთ გული და თესლები, წიწაკა ჩილის - მხოლოდ ყუნწები. სტაფილო დახეხეთ წვრილად. წიწაკისა და სტაფილოს მასა მოათავსეთ ქვაბში პომიდორთან და ხარშეთ კიდევ 25 წუთით.
  3. გაწმინდეთ ნიორი, დაჭყლიტეთ. მწვანილი დაჭერით. მოათავსეთ ყველაფერი ქვაბში, განაგრძეთ ხარშვა 8-10 წუთით. დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ჩაასხით ზეთი, დუამატეთ მარილი.
  4. ჩაასხით სოუსი სტერილიზებულ ქილებში, დაახურეთ ასეთივე სახურავები. გადააბრუნეთ, შეახვიეთ და გააჩერეთ სრულ გაგრილებამდე. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.


გახსოვდეთ, რომ წიწაკასთან მუშაობისას უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები, არ მოიქავოთ თვალები, არ შეეხოთ სახეს და სხეულის სხვა ნაწილებს. თუ ცხარე "კობრა" არ მოგწონთ, მოამზადეთ ლაით-ვერია ნაკლები რაოდენობის წიწაკით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.