» » » ლავაში ბოსტნეულით - საუკეთესო წასახემსებელი კერძი ზაფხულში. ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ.

ლავაში ბოსტნეულით - საუკეთესო წასახემსებელი კერძი ზაფხულში. ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ.

აღმოაჩინეთ ლავაში სხვადასხვა შიგთავსით, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ ლავაში, როგორც შესანიშნავი წასახემსებელი კერძი. ან ლავაშის შიგთავსის სხვადასხვა ვარიანტების სია გაამდიდრეთ ბადრიჯნის, პომიდვრის სოუსის, ბრინზას და ახალი მწვანილის შიგთავსით. ლავაში ბადრინჯით - სრულად ახალი ვარიანტია. არანაირი ხორცი, მხოლოდ სეზონური ბოსტნეული და უამრავი სიამოვნება. 

თუ შიშობთ, რომ ბადრიჯანი მწარე იქნება, კანი გათალეთ. სანამ სხვები შიგთავსისთვის მყარ ყველას იყენებენ, ჩვენ ბრინზით ჩანაცვლება გადავწყვიტეთ. გამოცხობის შემდეგ ის წარმოუდგენლად გემრიელი ხდება. ჩვეულებრივი პომიდორი, რომელსაც უბრალოდ ჭრიან შუაზე, ჩვენ შესანიშნავ სოუსას გადავაქციეთ თავისი ნივრით და სანელებლებით. "ძალიან გემრიელი" - საკმარისი სიტყვა არაა, რომლითაც შედეგის აღწერას შეძლებთ. 

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ბადრიჯანი

  • 2-3 კბილი ნიორი

  • 250 გრ ბრინზა

  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი

  • 1 ცალი პომიდორი

  • გემოვნებით დაფქული შავი წიწაკა

  • 1 ცალი ლავაში

  • 1 კონა ქინძი

  • 2 ს/კ მაიონეზი

  • 20 გრ კარაქი

  • გემოვნებით მარილი


მომზადება

1. ბადრიჯანი კუბებად დაჭერით. ტაფაზე მზესუმზირას ზეთი გააცხელეთ. დაჭრილი ბოსტნეული შეწვით. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ. 



2. ნიორი წვრილად დაჭერით, პომიდორი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ქინძი წვრილად დაჭერით. 





3. იმავე ზეთში ნიორი შეწვით. პომიდორი, მწვანილი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ნელ ცეცხლზე შეწვით სანამ მასა არ გასქელდება. სოუსი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ და გააგრილეთ. 



4. ლავაში გახსენით. მაიონეზი წაუსვით. ზემოდან ბადრიჯანი დააწყვეთ, შემდეგ ბრინზა დაახეხეთ და პომიდვრის სოუსი მოასხით.

 

5. რულეტი შეახვიეთ. კარაქ წასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 20 წუთით 190 °С​-ზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ.



გირჩევთ რულეტი სანამ თბილია, მანამ გასინჯოთ. ზამთარში რომ ბადრიჯნის ლავაში არ მოგენატროთ, წინასწარ მოემზადეთ: აუცილებელი ინგრედიენტები დაჭერით და მაცივარში გაყინეთ. გემრიელად მიირთვით! რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.