დამტკიცებულია, რომ კინეზიოლოგიური სავარჯიშოები აუმჯობესებს ტვინის ცხოველქმედებას, ზრდის ყურადღებისა და ფსიქიკის სიმყარეს, გვეხმარება მეტყველების ფუნქციების აღდგენასა და ნახევარსფეროების ფუნქციონირების სინქრონიზებაში. გარდა ამისა, ისინი გაფხიზლებთ, ხსნის დაღლილობას და იმარჯვებს სტრესზე!
რატომ არ უნდა სცადოთ? სულ 15 წუთი დღეში თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. რჩევების რედაქციამ შეარჩია 8 საუკეთესო სავარჯიშო, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ.
სავარჯიშოები ტვინისთვის
- სავარჯიშო "წმინდანი"
ეს სავარჯიშო იდეალური საშუალებაა სამსახურის შემდეგ მოდუნებისთვის. მჯდომარე მდგომარეობაში მოათავსეთ ფეხები პარალელურად, არ გადააჯვარედინოთ. ხელის მტევნები დაიდეთ მკერდზე და შეაერთეთ თითის ბოლოები ისე, თითქოს ბურთის დაჭერას ცდილობთ.
თვალებით იცქირეთ ქვემოთ, ენა მოათავსეთ კბილებსშორის. ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით გაჩერდით, სანამ არ იგრძნობთ კმაყოფილების ან არ დაგეწყებათ მთქნარება. სავარჯიშო ხსნის კუნთოვან და ფსიქიკურ დაძაბულობას, ამშვიდებს და აუმჯობესებს ნახევარსფეროების ცალკეულ მუშაობას. - სავარჯიშო "ენერგეტიზატორი"
ასეთი სავარჯიშო მოადუნებს მხრის სარტყლისა და კისრის კუნთებს, ზრდის სისხლში ჟანგბადის დონეს და ააქტიურებს ვესტიბულარულ აპარატს. იგი რეკომენდებულია აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც მუშაობს დამჯდარი, თანაც კომპიუტერთან! გადაჯვარედინებული ხელები დაალაგეთ თქვენ წინ, მაგიდაზე, ნიკაპი მიიტანეთ მკერდთან.
იგრძენით, როგორ დუნდება მხრების კუნთები და იწელება ზურგი. ღრმად ჩაისუნთქეთ და გადაწიეთ თავი უკან, მოხარეთ ზურგი და გაშალეთ მკერდის არე. ამოსუნთქვისას დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. თუ ამ სავარჯიშოს რეგულარულად შეასრულებთ, მალე იგრზნობთ, რომ დაღლილობა სავსებით მოგეხსნათ. - შუბლ-კეფის კორექცია
ეს სავარჯიშო გიხსნით შფოთვის, აღელვების, თავდაუჯერებლობისა და სტრესისგანაც კი! ერთი ხელის გული მიიდეთ შუბლზე, მეორე - კეფაზე. ისუნთქეთ თანაბრად, ღრმად, კონცენტრირებულად. ახლა მშვიდად გაახმოვანეთ თქვენი პრობლემა. შეგიძლიათ ხმამაღლა თქვათ ან უბრალოდ იფიქროთ მასზე. თუ მთქნარება მოგინდებათ, ესეიგი სხეული თავისუფლდება ნეგატიური დაძაბულობისგან.
როცა ხელი შუბლს ეხება, სისხლი უკეთესად მოძრაობს ამ ნაწილში. სწორედ აქ ხდება გააზრება, ანალიზი და გადაწყვეტილება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. კეფაში კი განლაგებულია მხედველობის ზონა, რომელიც აღიქვამს სილუეტებს, ინახავს ჩვენს მეხსიერებას. სავარჯიშო ყოველთვის დადებით შედეგს იძლევა, აუცილებლად სცადეთ! - სავარჯიშო "სპილო"
იგი ააქტიურებს ორგანიზმის მთელ სისტემებს და აკონცენტრირებს ყურადღებას. "სპილო" საშუალებას მოგცემთ, გააფართოვოთ თქვენი ტვინის შესაძლებლობების საზღვრები.
მჭიდროდ მიიტანეთ მხარი ყურთან, გამოწიეთ ხელი ამ მხარეს წინ, თითქოს სპილოს ხორთუმი იყოს, და დახატეთ ჰორიზონტალური რვიანი.
მოძრაობა დაიწყეთ მხედველობის არის ცენტრიდან და გააგრძელეთ ზემოთკენ, საათის ისრის საწინააღმდეგოდ. სავარჯიშოს შესრულების დროს ყურადღება მიაქციეთ თითის ბოლოებს. შეცვალეთ ხელი და შეასრულეთ სავარჯიშო ნელა, დაფიქრებით, 4-5ჯერ ორივე ხელით. - "ცხვირ-ყური"
ასეთი სავარჯიშო განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. ჩვეულებრივი დავალების მიუჩვეველი ხელით შესრულება ააქტიურებს ახალ კონტაქტებს ტვინის უჯრედებს შორის. მარცხენა ხელით დაიჭირეთ ცხვირი, მარჯვენათი - ყური. ერთდროულად მოუშვით ხელები, დაუკარით ტაში და შეცვალეთ ხელების მდგომარეობა საწინააღმდეგოდ. გაიმეორეთ სავარჯიშო რამდენჯერმე. - სარკისებური ხატვა
ამ სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ ფურცელი და ორი ფანქარი. დაიწყეთ ხატვა ორივე ხელით, სარკისებურად სიმეტრიული ფიგურების, ციფრებისა თუ ასობგერების. ეს სავარჯიშო მოადუნებს ხელებსა და თვალებს. ნახევარსფეროების სინქრონული ცხოველქმედება კი ზრდის მთლიანი ტვინის ეფექტურობას. - სავარჯიშო "კაუჭები"
"კაუჭები" - საუკეთესო სავარჯიშოა ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად, იგი გვეხმარება კონცენტრაციაში და სწრაფად აღადგენს ფსიქოემოციურ თანასწორობას. დაჯექით სკამზე, გადააჯვარედინეთ ფეხები მარცხენა ფეხის ტერფის მარჯვენაზე დადებით. გადააჯვარედინეთ ხელებიც. მარჯვენა ხელის მაჯა მარჯვენას ზემოთ უნდა იყოს. შეაერთეთ თითები ისე, რომ მარჯვენა ხელის დიდი თითი მარცხენას ზემოთ იყოს.
ამოაბრუნეთ ხელები მკერდისკენ, თითები მიმართეთ ზევით. თავი გაასწორეთ, მზერა მიმართეთ მაღლა, ენა მიაჭირეთ სასას. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 3-5 წუთით, მთქნარების ან კმაყოფილების გრძნობის წარმოქმნამდე.