» » » სულ 5 სავარჯიშო: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნაწლავების ფუნქიის გაუმჯობესება

სულ 5 სავარჯიშო: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნაწლავების ფუნქიის გაუმჯობესება

პანკრეატიტი და ქოლეცისტიტი - ეს, როგორც წესი, ერთმანეთის თანმდევი საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი ხასიათის დაავადებებია. ზოგ შემთხვევაში, ქოლეცისტიტი წარმოადგენს ქრონიკული პანკრეატიტის გართულებულ მდგომარეობას, რიგ შემთხვევაში კი იგი პანკრეატიტის მიზეზი ხდება.



მათ სიმპტომებს აერთიანებს ის, რომ ისინი სერიოზულად ცვლიან ადამიანის ცხოვრებას და იმას, რომ ორივე დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში სპეციალური დიეტისა და მედიკამენტოზური თერაპიის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მარტივი ფიზიკური სავარჯიშოები.


აღნიშნული სავარჯიშოების კომპლექსის შესრულებისას სტიმულირდება ნაღვლის ბუშტი და კუჭქვეშა ჯირკვალი, გამოიყოფა ნაღველი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა კუჭქვეშა ჯირკვალში და სტიმულირდება ნაწლავებიც.



ასეთი სავარჯიშოების შესრულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. საღამოსაც კი, მაგალითად, სწავლის ან სამსახურის შემდეგ. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ვარჯიში ნაღველკენჭოვანი დაავადების, პანკრეატიტის ან ქოლეცისტიტის გამწვავების შემთხვევაში.

გამაჯანსაღებელი სავარჯიშოების კომპლექსი
სავარჯიშოები სრულდება ძალიან ნელა, ტალღოვნად, მყისი მოძრაობების გარეშე. თუ რომელიმე სავარჯიშო იწვევს ტკივილს ან წნევის მომატებას, აღარ შეასრულოთ იგი. კომპლექსის შესრულება რეკომენდებულია სწორ, მყარ ზედაპირზე, თავქვეშ აუცილებლად უნდა დაიდოთ პატარა, ბრტყელი ბალიში.

  1. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები. ნელა და ტაქლღოვნად მიიზიდეთ მოხრილი ფეხები მუცლისკენ იმდენად ახლოს, რამდენადაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ, ასევე ნელა და მკვეთრი მოძრაობების გარეშე, დაუშვით ფეხები იატაკზე. შეასრულეთ სავარჯიშო 5-10ჯერ ფიზიკური მომზადების მიხედვით.


  2. არ შეცვალოთ საწყისი მდგომარეობა. დაიდეთ ხელები კეფაზე(არ შეაერთოთ). წამოწიეთ მარჯვენა იდაყვი და ეცადეთ, მარცენა მუხლს შეახოთ. ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ მეორე ფეხსა და იდაყვზეც. არავითარ შემთხვევაში არ მიაწვეთ კეფას ხელებით, ხელები თავისუფლად უნდა გქონდეთ. შეასრულეთ სავარჯიშო 4-6ჯერ ორივე მხარეს.


  3. არ შეცვალოთ საწყისი მდგომარეობა. ხელები ისევ თავისუფლად გედოთ კეფაზე. ნელა წამოწიეთ ორივე მუხლი და ეცადეთ, იდაყვებს შეახოთ. ასევე ტალღოვნად დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ 4-8ჯერ.


  4. ეს სავარჯიშო წინაზე უფრო რთულია. თუ 60 წელზე მეტის ხართ ან წნევა ხშირად გემატებათ, გამოტოვეთ. საწყისი მდგომარეობა: მუცელზე დაწექით, ფეხები შეაერთეთ, ხელები გვერდით დაილაგეთ. ნელა და ტალღოვნად წამოწიეთ კორპუსი მაღლა, მაქსიმალურად, ბეჭები მიიზიდეთ ერთმანეთისკენ და ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 5-10ჯერ.


  5. დაჯექით, დაიდეთ ხელები ნეკნებქვეშ, მუცელზე. ისუნთქეთ მთელი დიაფრაგმით. ჩაისუნთქეთ ღრმად გამობერეთ მუცელი, შემდეგ ამოისუნთქეთ და თან ხელები მიაჭირეთ ნეკნებქვეშა მონაკვეთს. გაიმეორეთ ასეთი სუნთქვა 5-12ჯერ.

პანკრეატიტისა და ქოლეცისტის მკურნალობა და გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის გზით. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ამ სავარჯიშოებს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევებიც.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.