» » » "3 დარტყმა" ააქტიურებს იმუნიტეტს 5 წუთში! განსაკუთრებული ძალის წერტილები ადამიანის სხეულზე

"3 დარტყმა" ააქტიურებს იმუნიტეტს 5 წუთში! განსაკუთრებული ძალის წერტილები ადამიანის სხეულზე

უკვე ათასი წელია, ჩინური ტრადიციული მედიცინა ხსნის ტკივილებს, აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას, გვათავისუფლებს სტრესისა და მისი გართულებებისგან და ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე არსებულ ბიოლოგიურად აქტიურ მონაკვეთებზე ზემოქმედების წყალობით ხდება.



კინეზიოლოგიური სავარჯიშოების კომპლექსი "სამი დარტყმა" მოქმედებს რამდენიმე ასეთ წერტილზე, რათა გააძლიერონ თქვენი ჯანმრთელობა, მოგაზღვავონ ენერგია და დაგეხმაროთ დაავადებებთან ბრძოლაში.

კინეზიოლოგიური სავარჯიშოები
კინეზიოლოგია - ესაა მედიცინის მიმართულება, რომელიც ოსტეოპათიის, მანუალური თერაპიის, აკუპუნქტურის, ჰომეოპათიის, ტრადიციული და არატრადიციული მედიცინების მიჯნაზე დგას.



კინეზიოლოგიაში მკურნალობის მთავარი პრინციპია ჯანმრთელობის სამება. კინეზიოლოგიის სპეციალისტმა უნდა დააბალანსოს პაციენტის ჯანმრთელობის 3 შემადგენელი ნაწილი:

  1. სტრუქტურული: ხერხემალი, შინაგანი ორგანოები, მყესები, კუნთები. ამისათვის გამოიყენება ოსტეოპათიის ზემოქმედების მეთოდები და მასაჟი სხვადასხვა მანუალური თერაპიიდან.

  2. ქიმიური: ნივთიერებათა მიმოცვლა, ტოქსინების გამოდევნა, მიკროელემენტების ბალანსი. აქ მნიშვნელოვანია პრეპარატებზე კუნთოვანი რეაქციების ზუსტი გატესტვა, სავარაუდო გვერდითი მოვლენების განსაზღვრა და მაშინვე აღკვეთა. ჩვეულებრივ, აუცილებლობის შემთხვევაში კინეზიოლოგები ნიშნავენ ჰომეოპათიას ან ალოპათურ საშუალებებს.

  3. მენტალური: ენერგია, ემოციები. ბალანსი მიიღწევა აკუპუნქტურის წერტილსა და ენერგეტიკულ მერიდიანზე ზემოქმედების გზით.


თუ ამ მარტივ, კინეზიოლოგიურ სავარჯიშოებს შეასრულებთ, ენერგიის ნაკადი სხეულში არ წარმოქმნის შეფერხებას, მისი დინება თავისუფალი გახდება, გააძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს თქვენს ძალებს და გაზრდის სიცოცხლისუნარიანობას.

სავარჯიშოების კომპლექსი "სამი დარტყმა"
ამ ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულირებით, თქვენ ასრულებთ სამ დარტყმას: დაავადებებზე, დეპრესიასა და ჯანმრთელობის პრობლემებზე. სავარჯიშოები საკმაოდ მარტივია, თუმცა მათი შესრულება ნამდვილად ღირს.

საწყისი წერტილია "K-27" - ეს თირკმლების მერიდიანზე წერტილების 27-ე წყვილია. ეს წერტილები დამაკავშირებელია და ისინი მთელ ორგანიზმს უწყობენ ხელს ფუნქციონირებაში, ანაყრებენ საჭირო ენერგიით.



  1. როგორ ვიპოვოთ წერტილები? მოათავსეთ ერთი ხელის დიდი, საჩვენებელი და შუა თითი ლავიწზე. გადააადგილეთ თითები ცენტრისკენ, სანამ არ შეიგრძნობთ ამობურცულ ადგილს. დაეშვით 2.5 სმ-ით ქვემოთ. ანატომიურად, ადამიანთა უმეტესობას ამ მონაკვეთში აქვს პატარა ორმო, სადაც თითები მოხვდება.
  2. დაიდეთ ერთი ხელი ჭიპზე. ყველა თითი შეატყუპეთ. ეს ხელი არ უნდა მოძრაობდეს.
  3. ცხვირით ჩაისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ, ამასობაში კი დაიზილეთ К-27-ის წერტილები თითებით.
  4. შეუცვალეთ ხელებს ადგილები.
  5. შეასრულეთ სავარჯიშო 30 წამის მანძილზე.
მეტყველების ცენტრი - ცენტრალური და მმართველი მერიდიანების საწყისი და საბოლოო წერტილია.



  1. როგორ ვიპოვოთ წერტილები? მოათავსეთ დიდი, საჩვენებელი და შუა თითები ცხვირს ქვემოთ ბუნებრივ ღრმულში (ზედა ტუჩთან) და ქვედა ტუჩთან(ნიკაპზე).
  2. მეორე ხელის თითები ისევ ჭიპზეა და არ მოძროაბს.
  3. იმავე სუნთქვითი ციკლის დროს, დაიზილეთ მეტყველების აპარატის ცენტრი თითებით.
  4. შეცვალეთ ხელები.
  5. შეასრულეთ სავარჯიშო 30 წამის მანძილზე.
წელის მონაკვეთი "დედამიწის წერტილი" - აქ, ხერხემლის გასწვრივ მოთავსებულია უამრავი წერტილი, ამიტომ სავარჯიშო მთლიანი ხელით სრულდება.


  1. მოათავსეთ ერთი ხელის გული წელის არეზე (ხელის გული წელზე ბუნებრივ ღრმულზე უნდა გედოთ). ინტენსიურად, თუმცა აკურატულად დაიზილეთ ეს მონაკვეთი სითბოს წარმოქმნამდე.
  2. მეორე ხელის თითები ჭიპთანაა და არ მოძრაობს.
  3. გაიმეორეთ სუნთქვითი ციკლი და დაიზილეთ კუდუსუნი მთელი ხელისგულით.
  4. შეუცვალეთ ხელებს ადგილები.
  5. შეასრულეთ სავარჯიშო 30 წამის მანძილზე.
ასტიმულირეთ ეს წერტილები ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი მდგომარეობა და სტრესულ სიტუაციებთან დამოკიდებულება. ერთი პატარა ჩვევა მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.