დაოელი მასწავლებელი, ციგუნის ოსტატი და "დაოს მკურნალობის სისტემის" შემქმნელი მენტეკ ჩია ამტკიცებს, რომ ზურგის გასამაგრებელ სავარჯიშოებს იმაზე უფრო დიდი გავლენა აქვთ ჩვენს ორგანიზმზე, ვიდრე ჩვენ გვგონია. ისინი დადებითად მოქმედებს წელის მონაკვეთზე და აჯანსაღებს თირკმლებს, ნორმაში მოჰყავს ხერხემლის მდგომარეობა და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ხერხემლის გამოსწორება
მანტეკ ჩიას სავარჯიშოები ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ. სამაგიეროდ, დაგეხმარებათ ფილტვების მოცულობის გაზრდაში, ღვიძლის, თირკმლების, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. გვაქვს სულ 3 სავარჯიშო, რომლებიც ძალიან მოკლეა, ამიტომ მათი შესრულება ნებისმიერ დროს და ადგილას შეგიძლიათ.
- თირკმლებისა და წელის გაძლიერება
ეფექტი: აძლიერებს წელის მონაკვეთს და აჯანსაღებს თირკმლებს, გვეხმარება სხეულის დამიწებასა და გაწონასწორებაში.
დადექით სწორად, ტერფები ერთად, ფეხის თითები წინაა მიმართული. დაიხარეთ წელით წინ და ქვემოთ, არ მოხაროთ მუხლები. ეცადეთ, ხელის თითებით მიწვდეთ იატაკს, სახე გეჭიროთ ზემოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 10 წამით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ ექვსჯერ. - ზურგის გასწორება
ეფექტი: ასწორებს სხეულის პოზას, უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოების სრულყოფილ კვებას, აახალგაზრდავებს თვალებს, აძლიერებს და ასწორებს ზურგს, ხსნის მკერდის არეს, აუმჯობესებს სისხლში ჟანგბადის ცირკულაციას. - დადექით სწორი ზურგით და აუჩქარებლად გადაწიეთ შუბლი უკან. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 15 წამით, ისუნთქეთ ღრმად, სწორად და მშვიდად. შეასრულეთ დღეში რამდენჯერმე.
- ხერხემლის გასწორება
ეფექტი:ზრდის ფილტვების მოცულობას და აიოლებს სუნთქვას, აუმჯობესებს ღვიძლის, თირკმლების, კუჭის, ნაწლავების ფუნქციონირებას, ასტიმულირებს სასქესო ორგანოების ფუნქციას, წევს მუცელს, ასტიმულირებს თვალებში სისხლის მიწოდებას, ხსნის დაღლილობას და გავსებთ ენერგიით.
დადექით სწორად, ფეხები ერთმანეთისგან 30 სმ-ის დაშორებით, ხელის თითები შეატყუპეთ. ნელა, ღრმად ჩაისუნთქეთ და წამოწიეთ ხელები თავზემოთ, ხელის გულებით ჭერისკენ. ეცადეთ, დადგეთ ცერებზე. მზერა მიმართეთ პირდაპირ ან ზემოთ. ამოსუნთქვისას დაუშვით ხელები და გაიმეორეთ ექვსჯერ.
ხერხემლის კორექცია მანტეკ ჩიას გამაჯანსაღებელი პრაქტიკის მიხედვით - მარტივი და ეფექტური საშუალებაა, მოაქციოთ უარყოფითი ემოციები დადებითად, გაათავისუფლოთ სხეული მტკივნეული დაძაბულობისგან, გრძნობის ორგანოებისა და შინაგანი ორგანოების გაძლიერებისა და გაახალგაზრდავებისთვის.