» » » იმისათვის, რომ სახის კონტური მკვეთრი გახდეს და ნაოჭები გაქრეს, მოიქეცით შემდეგნაირად:

იმისათვის, რომ სახის კონტური მკვეთრი გახდეს და ნაოჭები გაქრეს, მოიქეცით შემდეგნაირად:

არსებობს პლასტიკური ოპერაციებისა და ანტიასაკობრივი პროგრამების სავსებით უფასო და ეფექტური ალტერნატივა. ოდესმე გსმენიათ ფეისბილდინგის ან სახის იოგას შესახებ? ეს, სხვათაშორის, ეფექტური საშუალებაა დიდი ხნით შეინარცუნოთ კანის ტონუსი და სიმკვრივე, ეს ყველაფერი კი სახის კუნთების აქტიური ვარჯიშის ხარჯზე ხდება. საკუთარი სახის "ძერწვა" ნებისმიერს შეუძლია, შესანიშნავი ლურდეს დოპლიტო კი გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად.
67 წლის ფილიპინელმა ქალბატონმა შეიმუშავა უნიკალური ტანვარჯიში სახისთვის, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ ისე, რომ არ მოსწყდეთ ყოველდღიურ საქმეს. გამონახეთ 20 წუთი დღეში და დატკბით თქვენი გარდასახული იერით.

რჩევების რედაქციამ შეარჩია სავარჯიშოების ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური კომპლექსი სახისთვის, რომელიც სილამაზის გურუმ, ლურდეს დოპლიტომ შეუმუშავა და ფანტასტიკურად გარდასახვაში დაგეხმარებათ.

სავარჯიშოები კანის დასაჭიმავად
თითოეული სავარჯიშოს შესრულებამდე შეასრულეთ განსაკუთრებული სუნთქვითი პრაქტიკა: ამოისუნთქეთ, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა 5 წამით და ისევ ნელა ამოისუნთქეთ. მზად ხართ გარდასახვისთვის?

  1. შუბლის მასაჟი
    ეს მარტივი სავარჯიშო მოადუნებს სახის კუნთებს და მოამზადებს მათ შემდგომი დამუშავებისთვის. მოდუნდით და დახუჭეთ თვალები. შუა თითების ბოლოებით მსუბუქად დაიწყეთ შუბლის ცენტრის მასაჟი, დაწყებული წარბებშორისი მონაკვეთიდან, დამთავრებული თმის დასაწყისით. შეასრულეთ ასეტი მასაჟი დაახლოებით 2 წუთის მანძილზე ან დაითვალეთ 100 დაკვრა.


  2. წარბების წამოწევა
    ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ შუბლისა და ზედა ქუთუთოების კუნთების გაძლიერებაში, კანს ხდის მკვრივსა და ელასტიურს. დაიდეთ ხელის გულები წარბებქვეშ, მიაწექით და აწიეთ ზემოთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნელა. შემდეგ დაუშვით მზერა მკერდისკენ და, ამავდროულად, წარბებს მიაწექით ზემოთ
    ღრმად ჩაისუნთქეთ, იგრძენით კუნთების დაჭიმულობა და გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით. ნელა ამოისუნთქეთ და მოაშორეთ ხელის გულები სახეს. გაიმეორეთ სამჯერ, არ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვაც.


  3. ფანქრის ბრუნება
    ეს მარტივი სავარჯიშო გააძლიერებს ლოყების, ტუჩებისა და კისრის კუნთებს. შიგნით შეწეულ ბაგეებს შორის დაიდეთ ფანქარი. შემდეგ ჩაისუნთქეთ და დააბრუნეთ ფანქარი ტუჩებით, ნიკაპის წინ გამოწევით. წამოწიეთ ნიკაპი და გაიღიმეთ, ლოყები დაჭიმეთ.
    გაჩერდით ამ მდგომარეობაში 2 წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და ნიკაპი 2 წამით და გაიმეორეთ კიდევ ოცჯერ.


  4. კოვზის წამოწევა
    კიდევ ერთი მარტივი და არანაკლებ ეფექტური საშუალება სახის ლამაზი ოვალის ფორმირებისთვის. ამოისუნთქეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და შეიკავეთ სუნთქვა 5 წამით. ამოისუნთქეთ. ტუჩები შეწიეთ შიგნით, როგორც წინა სავარჯიშოში და მათ შორის ჩაიდეთ კოვზი (კოვზის ტარი ტუჩებშორის უნდა იყოს).
    წამოწიეთ კოვზი ზემოთ, დაიხმარეთ ქვედა ყბა. შემდეგ მოადუნეთ ლოყები, ისევ გეჭიროთ კოვზი. გაიმეორეთ ათჯერ.


  5. ტუჩების, ლოყებისა და ნიკაპის სიმკვრივისთვის
    ფართოდ გაახილეთ თვალები, ოდნავ გახსენით პირი და შეწიეთ ტუჩები შიგნით. შეწეული ტუჩებით წარმოთქვით "ა", ოღონდ არ გაამოძრავოთ! გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წამით, არ შეცვალოთ ტუჩების მდგომარეობა და თქვით "ე". ისევ გაჩერდით 5 წამით.
    გაიმეორეთ "ი" და "ო" ასობგერებზეც. ბოლოს ტუჩებით წარმოთქვით "უ" და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წამით. თითოეული ხმოვნის წარმოთქმისას დაჭიმეთ ლოყები და გაიღიმეთ. სავარჯიშო გაიმეორეთ სამჯერ.


  6. ბუშტის გაბერვა
    ბოლო სავარჯიშო ძალიან ბავშვურია, თუმცა, შესანიშნავად ატონიზირებს სახისა და კისრის კანსა და კუნთებს. ჩაისუნთქეთ ცხვირით ღრმად და ჩაბერეთ ბუშტში. ამასთან, მაქსიმალურად დაბერეთ ლოყები.
    აცადეთ ჰაერს, ბუშტიდან პირში დაბრუნდეს - ეს ამუშავებს ტუჩის კუნთებს. გაიმეორეთ სავარჯიშო სამჯერ, მისი შესრულების შემდეგ კი რამდენიმე წუთის მანძილზე არ შეასრულოთ არავითარი მიმიკური მოქმედება.

გისურვებთ წარმატებასა და სილამაზეს :)
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.