» » » სულ 15 წუთი დილა-საღამოს და თქვენი სახე გაცილებით უკეთესი გახდება, ვიდრე 25 წლისას იყო

სულ 15 წუთი დილა-საღამოს და თქვენი სახე გაცილებით უკეთესი გახდება, ვიდრე 25 წლისას იყო

შეიძლება იცნობდეთ მაკიაჟის ყველა ტექნიკას და იყენებდეთ კანის მოვლისთვის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა, წლებს თავისი მიაქვს. უკვე 45-50 წლის შემდეგ, რაც არ უნდა წაისვათ, სახე მაინც ასაკოვნად გამოიყურება: ჩნდება ღრმა ნაოჭები, სახის ოვალი იწელება, კანი და კუნთები ტონუსს კარგავენ.

გამოცდილმა ფრანგმა კოსმეტოლოგმა ეველინ განტერ-პეჩომ შეიმუშავა ეფექტური მეთოდი ახალგაზრდობის დასაბრუნებლად, რომელიც შესამჩნევ ეფექტს უკვე ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იძლევა და სრულიად უსაფრთხოა დამწყებთათვის.



რჩევების რედაქცია გაგაცნობთ სავარჯიშოებს, რომლებიც უკვე უამრავ 50+ ასაკის ქალბატონს დაეხმარა ახალგაზრდობის დაბრუნებაში. თუმცა, ყელისა და სახის სავარჯიშოების ავტორი გვირჩევს მათ შესრულებას 30 წლიდან, თუ უკვე აღინიშნება დაბერების ნიშნები. საუკეთესო წამალი ხომ პროფილაქტიკაა.

სახის ტანვარჯიში ნაოჭების წინააღმდეგ
ეველინ განტერ-პეჩოს სავარჯიშოები მარტივი და უსაფრთხო მეთოდია ახალგაზრდობისა და კანის სილამაზის გასახანგრძლივებლად, რომელიც აშორებს ნაოჭებს, სავარჯიშოების კომპლექსს არავითარი შეზღუდვა ან უკუჩვენება არ აქვს.
ტანვარჯიში ყოველდღე ან კვირაში 4-5ჯერ მაინც უნდა შეასრულოთ. ერთ თვეში თქვენ 5 წლით გაახალგაზრდავდებით, როგორც ამას კოსმეტოლოგი ამტკიცებს.



სავარჯიშოების კომპლექსი უნდა შეასრულოთ ნელა, თითებისა და ხელის გულების გამოყენებით. თითების დაჭერა საჭირო კუნთებს მაქსიმალურად დატვირთავს, ამის გარეშე კი მოცემული სავარჯიშოები სრულიად უსარგებლოა. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მეთოდიკაზე. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ სახის კარგად გაწმენდა და ხელების დაბანა სავარჯიშოს დაწყებამდე.

  1. სახის დაკვრითი მასაჟი
    ეს სავარჯიშო ნებისმიერი ასაკის ქალბატონისთვისაა განკუთვნილი. იგი იდეალურად ჭიმავს კონტურს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ითვლება გახურებად მომდევნო მოქმედებებისთვის. დაიწყეთ კისერზე დაკვრით ორივე მხრიდან, შემდეგ გადადით ღაბაბზე. დაჰკარით თითის ბალიშებით სახის კონტურზე ღაბაბის შუიდან ყურებამდე. ასეთი მასაჟი გაიკეთეთ სახის ყველა მონაკვეთზე ცენტრიდან პერიფერიებისკენ და გადადით შუბლზე. დარტყმის ძალა თავიდან ზომიერი და სუსტიც კი უნდა იყოს. იგი თანდათან გაზარდეთ ისე, რომ დაკვრა კარგად შეიგრძნებოდეს, ყოველგვარი მტკივნეული შეგრძნების გარეშე. 30 წლის ასაკიდან მასაჟი დილაობით, დღეში ერთხელ უნდა შესრულდეს, 40 წლის შემდეგ კი - დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.



  2. შუბლზე ჰორიზონტალური ნაოჭების ჩალაგება
    ეს სავარჯიშო მოგაშორებთ ნაოჭებს შუბლზე, წამოწევთ წარბებს და სახის იერს უფრო საყვარელს და მშვიდს გახდის. საჩვენებელი თითები მიიდეთ შუბლზე, წარბების პარალელურად, რამდენიმე მმ-თი ზემოთ. მჭიდროდ მიაჭირეთ თითის ბალიშები კანს, რათა წარბები არ წამოიწიოს.
    ეცადეთ, გადალახოთ თითების წინააღმდეგობა, წამოწიოთ წარბები. როცა დაძაბულობა მაქსიმუმს მიაღწევს, გაჩერდით 5 წამით. ახლა მოდუნდით. გაიმეორეთ სავარჯიშო სამჯერ.



  3. შუბლზე ვერტიკალური ნაოჭების ჩალაგება
    ამ სავარჯიშოს შესრულებისას იმოქმედებს კუნთი, რომელიც წარბების შეჭმუხნვაზე აგებს პასუხს. მჭიდროდ მიიდეთ წარბებსა და შუბლზე ხელის თითები. გაწიეთ ხელები, თითქოს შუბლის გაწელვას ცდილობთ. შემდეგ ეცადეთ, წარბები შეიკრათ, თითქოს გაბრაზებული ხართ. გაჩერდით მოცემულ მდგომარეობაში 15-20 წამით. ამ დროს შუბლზე ნაოჭები არ უნდა ჩანდეს. თუ მაინც ჩანს, გაწელეთ კანი უფრო ძლიერად. მოდუნდით და გაიმეორეთ 3ჯერ.



  4. თვალქვეშ ტომრებისა და ნაოჭების მოშორება
    შესანიშნავი საშუალება ქვედა ქუთუთოების გამაგრების, იხვის თათების მოშორებისა და ლამაზი გამოხედვისთვის. შუა ან საჩვენებელი თითებით დააჭირეთ კანს, შემდეგ ფართოდ გაახილეთ თვალები წამოწიეთ ქვედა ქუთუთოები. უნდა იგრძნოთ მისი გასქელება. ისუნთქეთ მშვიდად, ყველაზე ძლიერი დაძაბულობის მომენტში გაჩერდით 15-20 წამით. სავარჯიშო გაიმეორეთ სამჯერ.



  5. სახის ოვალის კორექცია
    ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ ლოყების ნაოჭებისა და ღაბაბის მოშორებაში, ასევე, კისრის კუნთების გამაგრებაში. გააღეთ პირი და შუა და საჩვენებელი თითები დაიდეთ ქვედა კბილებზე. ეცადეთ, დახუროთ პირი, გაუწიეთ წინააღმდეგობა თითებით ქვემოთ მიმართულ ყბას. მაქსიმალურ დაძაბულობაში გაჩერდით 15-20 წამით და მოდუნდით. გაიმეორეთ სამჯერ.



  6. ნიკაპის გამაგრება ტუჩის ქვედა ნაწილში
    სახის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ასაკს ამჟღავნებს, ესაა ქვედა ტუჩსა და ნიკაპს შორის ადგილი. მოცემული სავარჯიშოს წყალობით, აღიკვეთება ნიკაპზე ცხიმის დაგროვება, ტუჩებისა და პირის კუთხეების ჩამოწელვა. საჩვენებელი, შუა და არათითები დაიდეთ ქვედა ტუჩის ქვემოთ.
    ეცადეთ, ტუჩის დახმარებით უბიძგოთ უძრავ თითებს. შეინარჩუნეთ დაძაბულობა 30 წამით. მოდუნდით და გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.



  7. ცხვირ-ტუჩის ნაოჭების მოშორება
    დაიდეთ საჩვენებელი, შუა და არათითების ბალიშები კბილებზე, ზედა ტუჩის ღრძილის ქვემოთ. დახუჭეთ თვალები, გახსენით პირი მაქსიმალურად და წარმოთქვით "ო". ზედა ტუჩი უნდა დაიძაბოს. გაიმეორეთ სავარჯიშო 1 წუთის მანძილზე. დასაწყისისთვის, შეასრულეთ იგი დღეში ორჯერ, რამდენიმე კვირაში კი მხოლოდ ერთხელ.



  8. თვალის მთელი მონაკვეთის გაძლიერება
    საჩვენებელი თითები დაიდეთ წარბებზე, მიაჭირეთ, დანარჩენი თითები მოხარეთ. თავიდან, 5 წამით იყურეთ ქვემოთ და მარცხნივ, მაქსიმალურად შორს. შემდეგ ნელა წამოწიეთ თვალები, არ შეცვალოთ გახედვის მიმართულება. თვალის გადაადგილება უნდა მოხდეს ნელა, 5 წამის მანძილზე. შემდეგ, 5 წამის განმავლობაში იყურეთ მარცხნივ, მაქსიმალურად შორს და ზევით. ძალიან ნელა, 5 წამის მანძილზე, გადაიტანეთ თვალები მარჯვნივ, იყურეთ მაქსიმალურად მაღლა.
    5 წამის განმავლობაში ჩამოუშვით მზერა ქვემოთ, არ შეცვალოთ მისი მიმართულება. 5 წამის მანძილზე იყურეთ მარჯვნივ, მაქსიმალურად შორს და დაბლა. ახლა შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები, მოდუნდით 5-10 წამით. სავარჯიშო გაიმეორეთ სამჯერ.



  9. ნიკაპის ფორმირება
    ამ სავარჯიშოს დროს მოქმედებს ნიკაპის ლამაზ ხაზზე პასუხისმგებელი, წამომწევი და დამწები კუნთები. ზუსტად ნიკაპის ქვემოთ, შუაში მოათავსეთ დიდი თითები. თვალები დახუჭეთ, მიაჭირეთ ნიკაპს ქვემოდან, თავით გაუწიეთ წინააღმდეგობა ისე, რომ ნიკაპმა ვერ შეძლოს წამოწევა. ერთი წუთის მანძილზე აჭირეთ ნიკაპის ქვედა ნაწილს თითებით. მოცემული სავარჯიშო დღეში მხოლოდ ერთხელ შეასრულეთ. დასრულების შემდეგ დაიზილეთ ნიკაპი.



  10. ტუჩის კუთხეების წამოწევა
    მოცემული სავარჯიშოს წყალობით, ჩაგილაგდებათ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, წამოიწევა ტუჩის დაშვებული კუთხეები. საჩვენებელი თითები მოათავსეთ ტუჩის კუთხეებში, წამოწიეთ. მაქსიმალური დაძაბულობის დროს გაჩერდით 30 წამით. ახლა მოდუნდით და გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.


ძირითადი სავარჯიშოების ეს კომპლექსი ეველინ განტერ-პეჩოსგან გააახალგაზრდავებს და გააბზინევს თქვენს კანს. შეასრულეთ იგი ყოველდღე დილით და, სასურველია, საღამოსაც, და უკვე 30 დღეში პირველ სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.