» » » კომაროვსკი: "მე 1 წლის წინ გაგაფრთხილეთ ამის შესახებ, თქვენ კი არ გჯეროდათ"

კომაროვსკი: "მე 1 წლის წინ გაგაფრთხილეთ ამის შესახებ, თქვენ კი არ გჯეროდათ"

ზაფხულში უკრაინა წითელას ეპიდემიამ მოიცვა! და სანამ სახელმწიფო ეძებდა ინფექციასთან ბრძოლის საშუალებებს და მოსახლეობას ვაქცინირებისკენ მოუწოდებდა, ექიმი კომაროვსკი ამბობდა: "მოსალოდნელია ახალი ინფექცია, რომელთანაც წითელა სათამაშოდ მოგეჩვენებათ.."
წითელას ეპიდემიის შემდეგ ქვეყანას ემუქრება უფრო საშიში და დაუნდობელი დაავადება - დიფტერია. მშობლებო, გაითვალისწინეთ, რომ იგი მხოლოდ ბავშვებს არ ემუქრება.



თუ დიფტერია მართლა გვეწვევა, ჩვენ გველის ნამდვილი კატასტროფა. რჩევების რედაქცია გირჩევთ, გაიგოთ ავტორიტეტული რუსი ექიმის, ევგენი კომაროვსკის აზრი, რომელიც, სხვათაშორის, ჯერ კიდევ 1 წლის წინ საუბრობდა ეპიდემიაზე.

დიფტერიის პროფილაქტიკა
-"მე წითელასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაგაფრთხილეთ, თუმცა არ გჯეროდათ. საზოგადოება საჭიროებს მსხვერპლს, ამის გარეშე არავის სურს დაჯერება. ახლა კი გაფრთხილებთ, რომ წითელა მხოლოდ მოთელვაა ეპიდემიისთვის. მას დააგვირგვინებს დიფტერია." - ამბობს კომაროვსკი.


როგორც ცნობილი პედიატრი ამტკიცებს, წითელა იმდენად საშიში არაა, რამენადაც დიფტერიის ეპიდემია. თუ წითელასგან ერთხელ აიცრებით, დიფტერიისგან სამჯერ მაინც უნდა აიცრათ, შემდეგ კიდევ ერთხელ 1 წელიწადში და შემდეგ - ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. თუ თავს ეს უბედურება დაგვატყდა, დიფტერიის საწინააღმდეგო იმუნიტეტი სწრაფად ვერ გამომუშავდება.


-"სისულელეა მხოლოდ წითელასგან აცრა და დიფტერიის დავიწყება. დიფტერია ემუქრება იმ ზრდასრულებსაც, რომლებიც ოდესღაც ბავშვობაში აიცრნენ. დიფტერიის დროს, შრატის გარეშე, ლეტალური შედეგი დგება პაციენტთა 50%-ისთვის. შრატითაც კი, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ლეტალურობა 10-15%-ია. ანუ, ყოველი მეათე დაავადებული სიცოცხლეს ეცლება. ჩვენს ქვეყანაში შრატთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა, ვაქცინები კი ჯერ კიდევ არსებობს." -ხსნის ექიმი კომაროვსკი.


დიფტერია - მწვავე და დაუჯერებელი კონტაგიოზური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს დიფტერიული ჩხირი, იგივე ლოფლერის ბაცილა.
დიფტერიის მძიმე სიმპტომები არ ინდობს არც ბავშვებს, არც უფროსებს: სხეულის მომატებული ტემპერატურა, საყლაპავი მილის, სასუნთქი გზების, კანის საფარველის დაზიანება, სასუნთქი გზების ჩახერგვა დიფტერიული ფენებით. შედეგად, დგება ორგანიზმის მწვავე ინტოქსიკაცია, შეუსაბამო მკურნალობის შემთხვევაში კი - ლეტალური რეზულტატი.


ყველაზე საშინელება ისაა, რომ დიფტერია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამასთან, თუ დაავადებული თქვენგან 200 მეტრში იმყოფება, ცხოვრობს, მაგალითად, პირველ სართულზე, თქვენ კი - მეცხრეზე, მაინც არსებობს ალბათობა იმისა, რომ თქვენც დაინფიცირდებით.


რაც შეეხება ვაქცინაციას, კომაროვსკი 100%-ით დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი აუცილებელია: "ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის."


იმედია, ასეთი საშიშროება ჩვენს ქვეყანაში არ გვემუქრება. აუცილებლად გაიარეთ საჭირო ვაქცინაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.