» » შპარგალკა მზრუნველი დედებისთვის! დაიმახსოვრეთ და შეინახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

შპარგალკა მზრუნველი დედებისთვის! დაიმახსოვრეთ და შეინახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

ბავშვები ხშირად ავადდებიან, ამის შესახებ ყველა მშობელმა იცის. ეს სავსებით გასაგები ფენომენია, რადგან მუდმივად ისეთ ადგილებში იმყოფებიან, სადაც ბევრი ხალხია და ადვილია ვირუსული ინფექცია შეხვდეთ. ავადმყოფობის პრევენცია - ეს სხვა სტატიის თემა, დღეს კი "რჩევების" რედაქცია გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ განკურნოთ დაავადებული ბავშვი. 



რა თქმა უნდა, როცა ბავშვი ავად გახდება, უმჯობესია თუ ექიმთან წაიყვანთ. რადგან ყველა ვირუს ერთნაირად ვერ გაუმკლავდებით. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რა არის ეს - ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია. ამაზე იქნება მკურნალობის მომდევნო გეგმა დამოკიდებული. თუ ეს პანაცეა არაა. ექიმების უმეტესობა დაუფიქრებლად უნიშნავენ ბავშვებს ანტიბიოტიკებს მაშინ, როცა მათ ეს სულაც არ სჭირდებათ. 

მაშინ როდის უნდა მივცეთ ანტიბიოტიკები? შეიძლება თუ არა მათი დახმარებით ნებისმიერი ინფექციის მკურნალობა? "რჩევების" რედაქცია ამ კითხვებზე პასუხს გასცემს, რომ გაიგოთ კურნალობენ თუ არა თქვენს ბავშვს სწორად. 

ბავშვებში სისხლის მაჩვენებელი

რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, როცა ბავშვი ავად გახდა: გავიქცეთ აფთიაქში თუ ლაბორატორიაში ანალიზების გასაკეთებლად? ერთმნიშვნელოვნად, ექიმთან და ლაბორატორიაში. სისხლის ანალიზი - ყველაზე საიმედო მეთოდია დაავადების მახასიათებლის გამოსავლენად. თუ ექიმს მიმართეთ და ის წამალს სისხლის ანალიზის ჩაბარების გარეშე ნიშნავს, აუცილებლად ანალიზის გაკეთება მოსთხოვეთ. რადგან, შესაძლოა, ასეთმა ექიმმა ბევრი ისეთი წამალი და ანტიბიოტიკი გამოუწეროს, რომელიც ბავშვს არ სჭირდება. 

არ შეიძლება ანტიბიოტიკებით ყველაფრის მკურნალობა. თუ ეს ვირუსული ინფექციაა, ანტიობიოტიკი დახმარების ნაცვლად გართულების რისკს გაზრდის. დაიმახსოვრეთ ეს!



თქვენმა ბავშვმა სისხლის ანალიზი ჩააბარა, შედეგი კი ხელთ გაქვთ. რა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, უმჯობესია ექიმს ეწვიოთ, თუმცა თუ თავადაც გაერკვევით ციფრებში ურიგო არ იქნება. ანალიზების და სისხლის მაჩვენებლის ცხრილის ქონით რთული არ იქნება დაავადების მახასიათებელის დადგენა.

 

უბრალოდ, ერთი მარტივი რამ დაიმახსოვრეთ: გაზრდილი ლეიკოციტები, ESR, ლიმფოციტები - ვირუსია, ხოლო გაზრდილი ლეიკოციტები, ESR, ნეიტროფილები სეგმენტური და ბირთვული, ასევე შემცირებული ლიმფოციტების რაოდენობა - ბაქტერიული ინფექციაა. ნეიტროფილების გაზრდის გარეშე ბაქტერიული ინფექცია არ გვხვდება. 

მაგ., თუ ანალიზის შედეგში ხედავს, რომ ლეიკოციტები 15,4, ხოლო ლიმფოციტები 15-20, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს ბაქტერიული ინფექცია შეიძლება იყოს. აქ ანტიბიოტიკებით მკურნალობის სწორ დოზირებას ექიმი დაგინიშნავთ. თუ ლიმფოციტების და ლეიკოციტების მაჩვენებელი მაღალია, ხოლო ექიმი მაინც ანტიობიტიკს გინიშნავთ, შეგიძლიათ მკურნალობაზე უარი თქვათ. 



თუ ბავშვს ვირუსი აქვს, არანაირი ანტიბიოტიკი არ სჭირდება, მიუხედავად იმისა თუ რა ვირუსია. საერთოდ, ვირუსული დაავადების მკურნალობა - ეს წამლების ყლაპვა არაა, არამედ ისეთი პირობების შექმნა, რომ ორგანიზმმა ვირუსს მარტივად გაუმკლავდეს. ოთახი, სადაც ავადმყოფი ბავშვის, ხშირად უნდა განიავდეს და ტენიანი უნდა იყოს. აუცილებელია ხშირად გაწმინდოთ და მოაშოროთ მტვერი.

ბავშვი კარგად უნდა შეფუთოთ და ხშირად თბილი სასმელები უნდა დაალევინოთ: ჩაი, კომპოტი. ორალური რეპიდრატაციისთვის შეგიძლიათ ხსნარები შეიძინოთ. მთავარია ბევრი სითხე მიიღოს. არ აიძულოთ ბავშვს ჭამა, თუ არ სურს. საკვები მსუბუქი და თხევადი უნდა იყოს. სასურველია სუპები. 


არაა საჭირო არანაირი ბებიის მეთოდის გამოყენება: ბავშვი მშვიდად დატოვეთ, დაე დაისვენო და ნელ-ნელა გამოჯანმრთელდეს. თუ ტემპერატურამ აიწია, იმ წამსვე წამლის მიწოდება არ ღირს. აქ საჭირო არაა გამოიგონოთ ველოსიპედი, უბრალოდ ტემპერატურასთან ბრძოლის ოქროს წესები დაიცავით. 

რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს? ყველა ინტერფერონი ადგილობრივი გამოყენებისთვის და გადასაყლაპად - მედიკამენტი დაუმტკიცებელი ეფექტურობით ან "მედიკამენტი" დამტკიცებული არაეფექტურობით. აი ყველაფერი, რაც ვირუსული ინფექციების მკურნალობის შესახებ უნდა იცოდეთ. 

ამ ვიდეოში ექიმი კომაროვსკი კიდევ ერთხელ გიამბობთ, ღირს თუ არა ექიმთან ვიზიტი და როდის ღირს აუცილებლად მისვლა. ყველა მშობელს ვურჩევ უყუროს!



ჯანმრთელი ბავშვი - ყველა მშობლის მთავარი საზრუნველია. უმჯობესია თუ ასეთ ძვირფას ადამიანს ექიმს ვანდობთ და თავადაც არ დაგვაზარალებს საბაზისო წესების ცოდნა. თუნდაც შეისწავლეთ, თუ რას ნიშნავს სისხლის მაჩვენებლები. ასე ბავშვის სწორ მკურნალობას უზრუნველყოფთ. 

აუცილებლად შეინახეთ სტატია, ასევე არ დაგავიწყდეთ ეს მნიშვნელოვანია ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.