2009 წელს, ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, ქირურგმა პაციენტს ფილტვებიდან 70 მეტასტაზი ამოუღო. ამავე წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ გოგონა ჯანმრთელია!
Rchevebi.com-ის რედაქცია ამ გენიალური ქირურგის, კეთილი ადამიანისა და ონკოლოგიაში მომავალი დამსახურებილი პირის, ევგენი ლევჩენკოს შესახებ მოგიყვებათ.
ევგენი ლევჩენკო
ქირურგ-ონკოლოგის მიერ ჩატარებული ყველაზე უნიკალური ოპერაცია 2009 წელს ჩატარდა. ჯერ კიდევ ბავშვი, 17 წლის ირინა მე-4-ე სტადიის ოსტეოსარკომით იტანჯებოდა. იგი პირველად 13 წლის ასაკში დაავადდა: ფეხის ოსტეოსარკომით.. მიუხედავად ქიმიოთერაპიებისა და მკურნალობის კურსებისა, მას ამპუტაცია დასჭირდა.
ამით სულ ახალგაზრდა გოგოს ტანჯვა არ დასრულებულა: მეტასტაზები ფილტვებშიც გავრცელდა - 28 ცალი მარჯვენაში, 42- მარცხენაში. -"უიმედო პაციენტია, ნამდვილად." - მატკიცებდა ყველა და უარს ამბობდა გოგონას მკურნალობაზე.
როცა ირინა 17 წლის შესრულდა, იგი ექიმ ლევჩენკოსთან მოხვდა. ეს ბედნიერი შემთხვევითობა გოგონას დაეხმარა გამოჯანმრთელებაში. ევგენი ლევჩენკომ ოპერაცია დანიშნა, ამოიღო მარჯვენა ფილტვიდან 42 მეტასტაზი, რამდენიმე თვეში კი მარცხენა ფილტვიდან დანარჩენი 28 ამოიღო.
-"ემოციური კუთხით, ალბათ, ეს ყველაზე რთული ოპერაცია იყო. მეტასტაზების ამოღება გულ-მკერდის ქირურგებისთვის სულაც არ ითვლება პრობლემად. სირთულე იმაშია, რომ არსებობს მიკრომეტასტაზებიც. ესეიგი, იქნება რეციდივიც. მე მთელი ცხოვრება ვოპერირებ ავთვისებიან სიმსივნეებს. თუ რომელიღაც ექიმი მეტყვის, რომ 42 მეტასტაზი მოაშორა პაციენტს, მე დაუყოვნებლივ ვუპასუხებ, რომ იქ იყო 43-ეც, რომელიც მან ვერ იპოვა." - ყვება ევგენი ლევჩენკო.
ოპერაციის ჩატარებამდე, ექიმმა მის მიერ გამომუშავებული მეთოდი გამოიყენა (იზოლირებული ქიმიოპერფუზია). დაზიანებული ორგანო ითიშება სისხლის საერთო ცირკულაციის სისტემიდან და მეტასტაზები ისეთი კონცენტრაციის ქიმიური ნივთიერებით ირეცხება, რომელსაც ორგანიზმი ვერ გადაიტანდა, პრეპარატი რომ მთელ ორგანიზმში გადინებულიყო.
წარმატებული ინოვაციური ოპერაციისთვის ლევჩენკოს პერელმანის პრემია მიანიჭეს, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ონკოლოგის კაბინეტში. თუმცა, ოპერაციის შემდეგ მთავარი ჯილდო არა ექიმმა, არამედ პაციენტმა მიიღო. ეს პრიზი - სიცოცხლეა.
-"ახლა, 26 წლის ირინა არ მკურნალობს, მაგრამ მუდმივად ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და პერიოდულად იტარებს გამოკვლევებს." - ამბობს ქირურგი.
ერთხელ, კიდევ ერთი სამეცნიერო კონგრესის წინ, ლევჩენკომ იღბლიან პაციენტს სთხოვა მისი რენტგენული სურათის გადაღება ფანჯრის ფონზე. ის მიხვდა, რომ ცდებოდა. ჩვემ პაციენტებს სურათების მხრივ განვიხილავთ, მაგრამ თუ კარგად გავერკვევით, ამ სურათების უკან სიცოცხლეა."
-"არსებობს ასეთი ბუდისტური არაკი: ადამიანი გაურბოდა ვეფხვს, გაიქცა ხრამისკენ, გადაიხედა და ქვემოთ კიდევ ერთი ვეფხვი დაინახა. გადახტა და ტოტს ჩამოეკიდა, ხეს ხმაური აუტყდა და ტყდომა იწყო, ადამიანმა შენიშნა კენკრა, შეჭამა და იგრძნო, რომ ეს კენკრა ყველაზე გემრიელი იყო მათ შორის, რაც კი უჭამია. როცა ჩვენ პაციენტებს 6-12 თვეს ვაძლევთ, მათთვის ეს რამდენიმე თვე და წელი ყველაზე ტკბილი და განსხვავებულია." - თვლის ქირუურგი. თავის სულიერ ჰარმონიას კი ექიმი ინარჩუნებს იოგასა და მწვანე ჩაის დახმარებით.
-"შემიძლია გირჩიოთ: მწვანე ჩაი უნდა შეინახოთ საყინულეში, რადგან იგი აგრძელებს ფერმენტირებას. იმისათვის, რომ ჩაიმ თავისი გემოვნური თვისებები შეინარჩუნოს, არ უნდა იყოს ჟანგბადის ზემოქმედების ქვეშ." - გვირჩევს ლევჩენკო.