არტერიული ჰიპოტენზია დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ერთეულად არ განიხილება (ანუ ცალკე არსებულ, დამოუკიდებელ დაავადებას არ წარმოადგენს), ის სხვადასხვა ფაქტორის გამო ვითარდება და თავისებური სიმპტომების მომცველი კლინიკური სინდრომია.
დაბალი წნევის დროს:
- დილით, უზმოზე, მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი ან ერთი სირჩა (არყის ჭიქა) კონიაკი, თუ იტანთ და გული არ გაწუხებთ.
- ძალზე სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში, დატვირთვა, კონტრასტული შხაპი. კარგია გასეირნება სუფთა ჰაერზე, რეგულარული დასვენება და სრულფასოვანი ძილი.
- დაბალწნევიანებისთვის არ შეიძლება გამოუძინებლობა, არარეგულარული კვება, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა უჰაერო ოთახში, დასასვენებლად დივანზე წამოწოლა და ტელევიზორის ყურება.
- დაბალი წნევის დროს სასარგებლოა პორტვეინი - 100 მლ დღეში ერთხელ.
აიღეთ: - 6 წილი არყის ხის ფოთოლი, 2 წილი ოშოშა, 1 წილი კულმუხოს ფესვი ფესურებითურთ, 4 წილი მარწყვის მაყოფი, 4 წილი ჭინჭარი, 2 წილი მრავალძარღვა, 4 წილი მატიტელა, 14 წილი ბრტყელეკალა, 2 წილი ფარსმანდუკი, 4 წილი ასკილის ნაყოფი;
- 1 წილი კოთხუჯის ფესურა, 2 წილი დედოფლისთითა, 2 წილი კულმუხოს ფესვი, 10 წილი კრაზანა, 2 წილი წყალნაწყენი, 4 წილი თავკომბალას ნაყოფი, 2 წილი პიტნა, 2 წილი ტეგანი, 10 წილი ბრტყელეკალა, 6 წილი ასკილის ნაყოფი;
- 2 წილი ფარსმანდუკი, 2 წილი მატიტელა, 2 წილი ცირცელის ნაყოფი, 3 წილი კუნელის ნაყოფი, 1 წილი არალიის ფესვი, 2 წელი ძირტკბილა, 2 წილი კორდისკბილა, 1 წილი ასფურცელას ყვავილი, 1 წილი თავკომბალას ფესვი.
მომზადების წესი:
ხელის ან ელექტროსაფქვავში დაქუცმაცებულ 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და თავდახურული ჭურჭლით 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ დღეში 100-150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ დაატკბოთ შაქრით, თაფლით ან მურაბით. მკურნალობის კურსია 3-4 თვე. ამის შემდეგ 10-14 დღე უნდა შეისვენოთ, შეცვალოთ ნარევის შემადგენლობა და გააგრძელოთ მკურნალობა. 12-18 თვე ასე იმკურნალეთ, ამის შემდეგ კი ჰიპოტენზიის პროფილაქტიკის მიზნით მხოლოდ გაზაფხულობით და შემოდგომობით, 2-2 თვის განმავლობაში, მიიღეთ ნაყენი.
მცენარეული ნაყენის მიღება სხვა წამლების პარალელურადაც შეიძლება.
სანამ მცენარეებით მკურნალობას დაიწყებდეთ, კარგად შეისწავლეთ ნაკრებების შემადგენლობა და შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე მათგანზე ალერგია.
ჰოპოტენზიას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. სამკურნალო ნაყენისადმი შეჩვევა თავიდან რომ აიცილოთ, მკურნალობა რეკომენდებულია ნაკრებთა მონაცვლეობით, 2-4 კვირიანი კურსებით.