» » » შექმენით გრძნობების აღმძვრელი არომატი საკუთარი ხელით

შექმენით გრძნობების აღმძვრელი არომატი საკუთარი ხელით

უძველესი დროიდან ცნობილი კედრის ხის ეთერზეთი დაღლილ კანს აცოცხლებს და აახალგაზრდავებს. მასში თავმოყრილია ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისებები, რის გამოც არაჩვეულებრივია ცხიმიანი კანისა და თმისთვის; შველის ინფექციებსა და გამონაყარს კანზე. მისი სურნელი სასიამოვნო განწყობის მომგვრელია და წარმატებით გამოიყენება არომათერაპიაში, როგორც ნერვული დაძაბულობის, შფოთვის, დეპრესიისა და ლეთარგიის მკურნალი საშუალება.

სასარგებლო თვისებები:
ამშვიდებს კანს.
კედრის ზეთი არომატული სეკიტერპინის მდიდარი წყაროა. ეს შველის გაწითლებულ და გაღიზიანებულ კანს. მოხმარებამდე აუცილებლად გააზავეთ სხვა ზეთში.

აღადგენს და იცავს კანს.
ზეთი ჭრილობების, დერმატოფიტოზისა და კანის წყლულების მოსარჩენად გამოიყენება.

ებრძვის ცხიმიან კანსა და ქერტლს.
ზეთი აბალანსებს ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს. კარგია ცხიმიანი თმისთვისაც. შემკვრელი ეფექტის გასაზრდელად, წყალში შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და გადაივლეთ თმაზე, შეგიძლიათ გააზავოთ საბაზისო ( მაგ, ზეითუნის) ზეთთანაც, დაიტოვეთ თავზე და შამპუნით ჩამოიბანოთ. შველის ქერტლსა და სებორეულ დერმატიტს.

ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.
კედრის ხის ზეთი ასტიმულირებს ლიმფური სითხის მიმოქცევას, ებრძვის ორგანიზმის მიერ სითხის შეკავებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას.

ტკივილგამაყუჩებელი.
სამასაჟე ზეთში გარევისას, ორგანიზმის გამახურებელი კედრის ზეთი აქრობს დაძაბულობას და ართრიტისგან გამოწვეულ ტკივილს.

ებრძვის სტრესს.
კედრის ზეთი დამაწყნარებელია და განწყობას ამაღლებს. გამოიყენება ნერვული დაძაბულობის, ქრონიკული შფოთვის, დეპრესიისა და გადაღლის დროს. წმენდს ჰაერს და აუმჯობესებს კონცენტრირების უნარს.

ეთერზეთი

ამ ზეთს ბალზამიკოსა და ხის ნაზი სურნელი დაჰკრავს. გაშრობის შემდეგ უფრო მეტად იძენს ხის სუნს. აწყნარებს გონებას და ამშვიდებს ქავილის შეგრძნებას.

ხე

ამ დღეგრძელი ხის წიწვებს მიწიერი და დამამშვიდებელი არომატი აქვთ. ქერქი სქელი ეთერზეთის წყაროა.

სუნამო საკუთარი ხელით
შექმენით გრძნობების აღმძვრელი არომატი: კედრის ზეთს შეურიეთ ლავანდის, ბერგამოტის, მორისისა და სანდალის ხის ზეთები. კარგია ჟასმინისა და როზმარინის ზეთებითაც.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.