» » » ბუნებრივი სამკურნალო საშუალება. გაეცანით თიხის ჯადოსნურ თვისებებს...

ბუნებრივი სამკურნალო საშუალება. გაეცანით თიხის ჯადოსნურ თვისებებს...

ეს ბუნებრივი სამკურნალო საშუალება ატონიზირებს კანს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აცოცხლებს კანის ფერს. ასევე, აშორებს ჭუჭყს, ცხიმსა და კანის მკვდარ უჯრედებს. სილამაზის ნაწარმში გამოყენებისას, საუკეთესო შედეგის მისაღებად თიხა ჯერ მცენარეულ წყალს ან ალოეს წვენს უნდა შეურიოთ. საბოლოო პროდუქტს შეგიძლიათ ცოტაოდენი საბაზისო ზეთიც დაუმატოთ.

სასარგებლო თვისებები:

წმენდს ორგანიზმს. თიხა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და კანიდან შხამები და ნარჩენები გამოაქვს.

წმენდს და აჯანსაღებს კანს. აქვს ღრმა გამწმენდი ეფექტი, განსაკუთრებით ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანზე. აგრეთვე ამკვრივებს და ტონუსში მოჰყავს კანი, რითაც ებრძვის კანის მოშვებას და დასივებას, აგრეთვე გაფართოებულ ფორებს. როდესაც საპნის გამოყენება არ შეგიძლიათ ან არ გსურთ, ცოტაოდენი თიხა გახსენით დასაბან წყალში. ეს გაწმენდს და დაამშვიდებს კანს.

ამშვიდებს კანს. ეგზემისა და მზით დამწვრობის, აგრეთვე, მწერის ნაკბენზე თიხას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

თეთრი თიხა
თეთრ თიხაში უხვადაა კალციუმი, კვარცი, თუთია და მაგნეზიუმი. ნიღბებსა და კოსმეტიკაში გამოყენებისას კარგია მგრძნობიარე კანისთვის.

ბენტონიტის თიხა

ბენტონიტის თიხა კარგი შემწოვია და არაჩვეულებრივია ცხიმიანი კანისა და თავის კანისთვის.

მწვანე თიხა

მზადდება ზღვის თიხისგან. ძლიერი შემწოვია და კარგია ნიღბებისთვის. გამოიყენება კომპრესებსა და ცხელს საფენებში კანიდან ჭუჭყის გამოსადევნად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.