» » » ერთი ჩაის კოვზი ზღვის მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში და დაამარცხეთ ფჩხილის სოკო

ერთი ჩაის კოვზი ზღვის მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში და დაამარცხეთ ფჩხილის სოკო

ონიჰომიკოზი (ფრჩხილი სოკო) აჩენს სოკოვან ინფექციებს. ეს ინფექციები ძალიან ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ონიჰომიკოზის სიმპტომები: წითლდება და ძვრება კანი, უსახელო და ნელა თითებს შორის. იწყება საშინელი ქავილი, კანი იქერცლება.

ფეხის და ფრჩხილის სოკოს ხალხური მეთოდებით მკურნალობა:
  • ავიღოთ 3 კოვზი მუხის ქერქი. 2 კოვზი გულყვითელა, 1 კოვზი ქრისტესისხლა და 2 სუფრის კოვზი იასამანის ყვავილები. დავასხათ 500 მილილიტრი წყალი. ამ ნარევში ფეხები დავიბანოთ.

  • 20%-იან პროპოლისის სპირტის ნაყენში ამოავლეთ ბამბიანი ჩხირები. წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტარეთ.

  • 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში. ამ ნარევით ყოველდღიურად დაამუშავეთ დაზიანებული ადგილი.

  • ავიღოთ ავშანის ფოთოლი და დავჭყლიტოთ, ისე რომ წვენი წამოვიდეს. ფოთოლი ფრჩხილზე შემოიხვიეთ. დილით ფრჩხილი რბილი იქნება და მისი მოჭრა უფრო გაგვიადვილდება.

  • ფრჩხილი მოვიჭრათ, შემდეგ მოვამზადოთ იოდინოლის და ქრისტესისხლას ფხვნილისგან ფაფისებური მასა. ამ მასისგან გავაკეთოთ ყოველდღიური კომპრესი დაზიანებული ფრჩხილებისთვის. ერთ კვირაში სოკო მოგშორდებათ.

  • დოლბანდს წავუსვათ საპონი და ღამით ფრჩხილი შევიხვიოთ. დილით მოვაშოროთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ სანამ სოკო არ გაქრება.

  • არაჟანს შევურიოთ უბოლო თოფისწამალი. წავისვათ მტკივნეულ ადგილას. შევიხვიოთ სამი დღით. ფეხისგულის და ფრჩხილის სოკოები ერთნაირია, ამიტომაც მათი მკურნალობა არ განსხვავდება.
    სოკოთი შეიძლება დაავადდეთ უკვე დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის დროს ან მის პირად ნივთებთან. დიდი ალბათობაა დაავადდეთ ადგილებში სადაც მაღალი ტემპერატურა და ნესტიანობაა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.