ფეხის სოკოს მკურნალობა ხალხური მეთოდებით:
- თანაბარი პროპორციით შევურიოთ შემდეგი ინგრედიენტები: გულყვითელას ყვავილები, შვიტას ბალახი, მაყვალის ფოთლები, მუხის ქერქი, ვერბენას ბალახი.
ავიღოთ 10 გრამი ნარევი და დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი.
ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ გავაციოთ 2 საათის განმავლობაში, გავფილტროთ. მიღებული ნახარში გამოვიყენოთ კომპრესებისათვის. დავლიოთ მიღებული წამალი დღეში 4-ჯერ. - ყოველდღე დაზიანებულ ადგილას წაისვით პროპოლისის 20%-იანი სპირტის ნაყენი.
- ხახვი დავჭყლიტოთ და დავიდოთ დაზიანებულ ადგილას.
- დავჭყლიტოთ რამდენიმე თავი ნიორი და დავასხათ 90%-იანი სპირტი, ისე რომ ნიორი დაფაროს. დავუმატოთ ამდენივე წყალი. მიღებული მასა წავისვათ სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე.
- წინდები დავისველოთ ღვინის ძმარში და ჩავიცვათ ღამით.
- მოვხარშოთ უშაქრო ყავა. გააცივეთ და ჩაყავით ფეხის თითები, რამდენიმე წუთით.
- დაზიანებულ ადგილას წავისვათ ლიმონის წვენი.
- ავიღოთ ქრისტესისხლა და წვენი გამოვწუროთ. წავისვათ დაზიანებულ ადგილას.
გავიმეოროთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ, 3 თვის განმავლობაში. - დაზიანებულ ადგილას დაიწვეთეთ იოდი. ასევე წაისვით სოკოს გარშემო. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვე.
- ავიღოთ ძმარი და მოვამზადოთ სუსტი ხსნარი, რისთვისაც 1 ს/კ ძმარი ავურიოთ 1 ჭიქა წყალს. პროცედურის დაწყებამდე ფეხები ჩავყოთ ცხელ აბაზანაში 20 წუთით, შემდეგ მოვაშოროთ დაქერცლილი კანი.
ძმრის ხსნარი წავისვათ თითებს შორის. ეს პროცედურა ჩავიტაროთ დღეგამოშვებით, ორი კვირის განმავლობაში. - ავიღოთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მოხარშული კვერცხი და დიმეთილფტალატი ( 1 ჩაის კოვზი). ავურიოთ და მიღებული მასა ფეხებზე წავისვათ.
რის შემდეგაც, ფეხები ცელოფნით შევიხვიოთ და ჩავიცვათ წინდა. დავიტოვოთ ღამით, ეს პროცედურა 3-4-ჯერ ჩავიტაროთ. ნარევი მაცივარში შევინახოთ. - ავიღოთ ამპურას ფოთლები, დავჭყლიტოთ, სანამ არ წარმოიქმნება ფაფისებური მასა. გამოვიყენოთ როგორც კომპრესი.