» » » ყვავილოვან კომბოსტოს მომზადების 3 რეცეპტი დღესასწაულებისა და დიეტისთვის

ყვავილოვან კომბოსტოს მომზადების 3 რეცეპტი დღესასწაულებისა და დიეტისთვის

მზარეული, რესტორატორი და ტელეწამყვანი ჯეიმი ოლივერი ცნობილია ექსტრავაგანტული კულინარიული შოუების "ჯეიმის სამზარეულო" და "ვამზადებთ 30 წუთში" წყალობით. ინგლისურენოვან სამყაროში იგი, ასევე, ცნობილია, როგორც საშინაო სამზარეულოსა და ჯანსაღი კვების პროპაგანდისტი.



რჩევების რედაქცია გთავაზობთ სამ უჩვეულო რეცეპტს ჩვეულებრივი ყვავილოვანი კომბოსტოსგან, რომლებსაც ცნობილი მზარეული გვიზიარებს. ამ კერძების მომზადებით თქვენ გაიგებთ, თუ რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს ყვავილოვანი კომბოსტო.

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ღუმელში
ინგლისში ყვავილოვანი კომბოსტო იმდენად პოპულარულია, რომ არსებობს გამონათქვამი: "ყვავილებში საუკეთესოა ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილები". ტყუილად არ ამბობენ ასე, რადგან სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და მათი ათვისებადობით დიეტოლოგები ამ კომბოსტოს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად მიიჩნევენ.



კომბოსტოს სარგებელს განსაკუთრებით აფასებენ ქალბატონები. იგი არეგულირებს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 30 წლის შემდეგ, რითიც ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების გაჩენას.



ჯეიმი ოლივერის აზრით, გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო შეიძლება მიირთვათ როგორც გარნირად, ისე ძირითად კერძადაც. საკმარისია, დაუთმოთ ცოტაოდენი დრო და ყურადღება მის მომზადებას, სანელებლების დამატებით კი იგი ფანტასტიკურ გემოს მიიღებს.

ყვავილოვანი კომბოსტო ნივრით, პაპრიკითა და პომიდვრით
ეს კერძი მოეწონებათ როგორც სტუმრებს, ისე ოჯახის წევრებსაც. გამოგადგებათ სადღესასწაულო მაგიდისთვის და არ ავნებს მათ, ვინც დიეტას იცავს. მისი მირთმევა შეგიძლიათ ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულთან, შვრიის პურთან, მაკარონთან ან ბრინჯთან ერთად.



ინგრედიენტები
  • 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ს.კ. მშრალი ხერესი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 400 მლ კონსერვირებული პომიდორი და ქლიავი
  • 40 გ ნუშის ფანტელი
  • ნახევარი კონა ოხრახუში
  • ნახევარი კონა ბეგქონდარა
  • ერთი ლიმონის ცედრა და წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. გაარჩიეთ ნიორი, შემდეგ დანაყეთ წითელ წიწაკასთან და ბეგქონდარას ფოთლებთან ერთად. დაუმატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და შეასუნელეთ გემოვნებით.
  2. გათალეთ ლიმონი და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში.
  3. მოაშორეთ კომბოსტოს გარე ფოთლები, ამოჭერით ღერო, რათა კომბოსტომ შეძლოს სწორად დადგომა.
  4. ამოავლეთ კომბოსტო ნივრის მასაში, შემდეგ მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, მორწყეთ ლიმონის წვენითა და ხერესით.
  5. გამოაცხვეთ ღუმელში 1 საათით და 20 წუთით, სანამ კომბოსტო არ დარბილდება.
  6. გამოიღეთ საცხობი, დაუმატეთ კომბოსტოს დაჭრილი პომიდვრები. მოაყარეთ ლიმონის ცედრა და ბეგქონდრის დარჩენილი ფოთლები.
  7. შედგით ფორმა ღუმელში 10 წუთით, რათა კომბოსტო ოდნავ მოითუშოს.
  8. შეწვით ნუშის ფანთელი მშრალ ტაფაზე 2-3 წუთში.
  9. მოაყარეთ კომბოსტოს თხილი და სქლად დაჭრილი ოხრახუში. მოასხით ზეითუნის ზეთი და დაჭერით ულუფებად.
გამომცხვარი კომბოსტო მზადაა!

ყვავილოვანი კომბოსტო ზირას, ქინძისა და ნუშის თანხლებით


ინგრედიენტები
  • 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, ყვავილებად დაჭრილი.
  • ერთი ლიმონის ცედრა
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1-2 გამხმარი ჩილი წიწაკა
  • 1 მუჭა მშრალი და დანაყული ნუში
  • 2 ჩ.კ. ზირას თესლი
  • 2 ჩ.კ. ქინძის თესლი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. მარილიან წყალში მოხარშეთ კომბოსტო (რამდენიმე წუთი საკმარისია), შემდეგ მოათავსეთ სუზგში, რათა წყალი დაიწუროს.
  2. დახეხეთ ჩილი, შეურიეთ სანელებლები, მარილი და ნუში, ზეითუნის ზეთი და კარაქი, მოათავსეთ ტაფაზე და ოდნავ მოხალეთ.
  3. რამდენიმე წამში დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო.
  4. როცა იგი კარგად შეიბრაწება, მოაყარეთ ლიმონის ცედრა და კარგად მოურიეთ.
  5. ამის შემდეგ კომბოსტო მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, სანამ ქერქი არ გამაგრდება.
გემრიელად მიირთვით!

ყვავილოვანი კომბოსტო ანჩოუსითა და შაფრანით, ღვინის სოუსში


ინგრედიენტები
  • 1 დიდი თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 3 საშუალო ზომის თავი ხახვი
  • 6 ანჩოუსის ფილე ზეთში
  • 6 კბილი ნიორი
  • 6 დიდი მწვანე ზეთისხილი (კურკით)
  • 500 მლ თეთრი ღვინო
  • 1 მწიკვი შაფრანი (გემოვნებით)
  • ზეითუნის ზეთი
მომზადება
  1. დაჭერით ხახვი ოთხად, დაყავით ფენებად და დაალაგეთ ღრმა ტაფაში.
  2. დაუმატეთ ს.კ. ზეითუნის ზეთი, ანჩოუსი და შებრაწეთ, პერიოდულად მოურიეთ.
  3. გაწმინდეთ და დაჭერით ნიორი, მოაშორეთ კურკები ზეთისხილს, დაუმატეთ ეს ყველაფერი ხახვსა და ანჩოუსს.
  4. შეწვით კიდევ 2-3 წუთით, შემდეგ მოასხით ღვინო და დაუმატეთ შაფრანი ან სხვა სანელებელი. სოუსი მზადაა.
  5. მოაშორეთ კომბოსტოს გარე ფოთლები. ამოჭერით ღერო, კომბოსტომ სწორად რომ შეძლოს დადგომა, შემდეგ, ბასრი დანით ჩაჭერით იქსის ფორმით.
  6. მოათავსეთ კომბოსტო ტაფაზე, გაჭრილი ადგილით ქვემოთ, ზემოდან მოასხით 1 ს.კ. ზეთი.
  7. მორწყეთ კომბოსტო სოუსით, ზემოდან დაადეთ ცოტაოდენი ხახვი, შემდეგ სოუსი ტაფაში აადუღეთ.
  8. მოათავსეთ ტაფა ღუმელში 1 საათით და 30 წუთით ან მანამ, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. გამოცხობის დროს აგრძელეთ მისი მორწყვა სოუსით.
  9. გადადეთ კომბოსტო თეფშზე და მორთეთ ზემოდან რბილი ხახვის მასით, ზეითუნითა და სოუსით.
გემრიელად მიირთვით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.