ბოსტნეულის წვენებით მკურნალობა:
- აიღეთ 1 ჭიქა ჭარხლის ან სტაფილოს წვენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
- აიღეთ ნიახურის ორი და ოხრახუშის ერთი ღერო. დააქუცმაცეთ ბლენდერში და გამოწურეთ წვენი. 4 ცალი სტაფილოს და 1 ნიორის კბილი გაასუფთავეთ, გახეხეთ სახეხზე და გამოწურეთ წვენი.
შემდეგ ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წუთით ადრე. - სახლის პირობებში მომზადებული პომიდვრის წვენი. მიიღება თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 1 ცალ ხახვს კარგად ასუფთავებენ , ხეხავენ წვრილად სახეხზე და წურავენ წვენს. მიიღება თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე, ცოტა თაფლის დამატებით.
ეს წამალი აკრძალულია მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ღვიძლზე და კუჭქვეშა ჯირკვალზე. - ნივრის წვენსა და ზეითუნის ზეთს ერთმანეთში ურევენ პროპორციით 1:2. მიიღება თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
- შავი ცირცელის ახალდაყენებულ წვენს მიირთმევენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 3-4-კვირა.
შეიძლება 100 გრამი მწიფე ნაყოფის მიღებაც დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.