მინდა, გიამბოთ, როგორ მოვიწესრიგე წნევა. გრიპის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. წნევა ვერა და ვერ დამიქვეითეს. იქ ერთი კარდიოლოგი გავიცანი, რომელსაც კურორტის კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. წნევით შეწუხებულს, სწორედ მან მასწავლა ეს წამალი არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად:
- შეიძინეთ აფთიაქში ქრისტესისხლა. აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი (ბზარი არ უნდა ჰქონდეს, არც მინანქარი იყოს ამოცვენილი), ჩაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩაყარეთ შიგ 1 სადილის კოვზი ქრისტესისხლა და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ და გაწურეთ. ნახარში გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში, მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. პერიოდულად იზომეთ წნევა. როდესაც დასტაბილურდება, შეგიძლიათ, 3 დღის განმავლობაში მცენარის ნახარში აღარ მიიღოთ.
მკურნალობის ეფექტი 2-2,5 წელიწადს გასტანს, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაეკაროთ სასმელს. უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს.
- აურიეთ ერთმანეთში 100-100 მლ კატაბალახას და შავბალახას ნაყენი, 50 მლ ევკალიპტის ნაყენი, 25 მლ პიტნის ნაყენი და 10 გრამი დაფქული მიხაკი. ნარევი ჩაასხით მუქი შუშის ნახევარლიტრიან ქილაში, 2 კვირით დადგით ბნელ, გრილ ადგილას, მერე კი მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
- აიღეთ თითო ჩაის ჭიქა სტაფილოს, ჭარხლისა და პირშუშხას წვენი (გახეხილი პირშუშხა წვენის გამოსვლამდე 1 დღე-ღამით უნდა გააჩეროთ, ამიტომ ის წინა დღეს მოამზადეთ), 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის ჭიქა თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.