რეცეპტი 1
კარტოფილის წვენს ამზადებენ შემდეგი წესით: იღებენ საშუალო ზომის კარტოფილს და კარგად რეცხავენ ჯაგრისით წყლის ჭავლის ქვეშ. შემდეგ ქერქიანად ხეხავენ სახეხის საშუალებით, წურავენ წვენს და სვამენ უზმოზე ნალექთან ერთად.
რეცეპტი 2
იღებენ 1 ჭიქა სტაფილოს წვენს, 1-2 ჭიქა ნიახურს წვენს, 3 სუფრის კოვზ ოხრახუშის წვენს, 1 სუფრის კოვზ ისპანახის წვენს და ერთმანეთში კარგად ურევენ. მიღებულ მასას მიირთმევენ დღეში 3-ჯერ.
რეცეპტი 3
იღებენ 1 ჭიქა სტაფილოს წვენს, 2-3 ჭიქა ჭარხლისა და იმდენსავე კიტრის წვენს. კარგად ურევენ. წვენების ნარევს მიირთმევენ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 25-30 წუთით ადრე.
რეცეპტი 4
1 ჭიქა სტაფილოს წვენს ურევენ 2-3 ჭიქა ისპანახის წვენში. მიიღება 3-ჯერ დღეში.
რეცეპტი5
ამზადებენ 1 ჭიქა ისპანახის წვენს, ყოფენ 2-3 დოზად და მიირთმევენ დღის განმავლობაში.
რეცეპტი 6
2 ჭიქა ჭარხლის წვენი ავურიოთ 1 ჭიქა თაფლში. მიიღება 2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
რეცეპტი 7
4 ცალ საშუალო ზომის კარტოფილისა და 1 ჭარხალს გულსადმით რეცხავენ, ასუფთავებენ, ხეხავენ წვრილკბილებიან სახეხზე. მიღებული ფაფიდან წურავენ წვენს. მიიღება დილაობით ჭამამდე 1 არასრული ჭიქა.