» » » ჩემს შვილებს უკვე სათვალეები აღარ სჭირდებათ, კენკროვნების და ხილის წვენებმა თავისი საქმე გააკეთეს

ჩემს შვილებს უკვე სათვალეები აღარ სჭირდებათ, კენკროვნების და ხილის წვენებმა თავისი საქმე გააკეთეს

ჩემს ბავშვებს თვალების მხრივ ცუდი მემკვიდრეობა აქვთ - მეც და ჩემი მეუღლეც ბავშვობიდანვე სათვალეებს ვატარებთ. ძალიან მინდა, რომ ასეთმა მემკვიდრეობამ რეალიზება არ მოახდინოს. ვიცი თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატურალურ პროდუქტებში არსებულ ვიტამინებს. ამიტომ გადავწყვიტე ხშირად დავალევინო ბავშვებს სხვადასხვა კენკროვნების და ხილის წვენები: მოცვის, სტაფილოს, ქაცვის.

სტაფილოს წვენი. ისეთივე სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, როგორც თვით სტაფილო, ოღონდ წვენი საშუალებას იძლევა უფრო მეტი რაოდენობით იქნას გამოყენებული თვალებისთვის სასარგებლო აქტიური ნივთიერებები. ბავშვებს ვაძლევდი 0,5 ჭ სტაფილოს წვენს დღეში 3-ჯერ.

ქაცვის ნაყოფის წვენი. მწიფე ნაყოფი გავრეცხოთ გამდინარე წყლით, შემდეგ დავაქუცმაცოთ, ჭენჭოს დავუმატოთ 40 გრადუსამდე შემთბარი წყალი (200 მლ 1 კგ ნაყოფზე), ოდნავ გავათბოთ და გამოვწუროთ წვენი. მივიღოთ 0,5 ჭ (შესაძლებელია თაფლის დამატებაც) 3-ჯერ დღეში ჭამამდე. (გასტრიტის დროს მისი მიღება წინააღმდეგნაჩვენებია).

მოცვის წვენი. ზაფხულში ჩემი შვილები დღეში 1 ჭ მოცვს ჭამენ. ზამთრისთვის მოცვს თავისივე წვენში ვინახავ უშაქროდ. კარგად გავრეცხოთ მოცვი და ვაცადოთ, რომ წყალი დაწყდეს, შემდეგ კარგად ავავსოთ ქილა, ოდნავ ხელით დავაწვეთ, დავახუროთ თავსახური და გავასტერილოთ 15-20 წთ (წყლის ადუღებიდან), შემდეგ მოვხუფოთ, მომზადებული წვენი მივიღოთ ½ ჭ დღეში 2-ჯერ.

აუცილებლად ვუმატებ სალათებს სელის ზეთს. ის ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის.
ჩემი ბავშვები უკვე სკოლაში დადიან და სათვალეები არ სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ წვენებმა თავისი საქმე გააკეთეს.

სპეციალისტის კომენტარი:
მხედველობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბეტა-კაროტინს, რომელიც ბადურას შემადგენლობაში შედის და მონაწილეობს სინათლის აღქმაში, ასევე ლუტეინს და ზეაქსანტინს, რომლებიც იცავენ ბადურას დაზიანებისგან, ხოლო ბროლს ასაკობრივი სიმკვრივისა და შემღვრევისგან.

აღნიშნული ნივთიერებები ბევრია მოცვში და ნარინჯისფერ, წითელ და მწვანე ფერის ხილსა და ბოსტნეულში: ქაცვში, სტაფილოში, გოგრაში, სიმინდში, ტკბილ წიწაკაში, შავ ყურძენში, მწვანილში. ეს მცენარეები მდიდარია აგრეთვე ჩ ვიტამინით.
ქაცვი განსაკუთრებით მდიდარია კაროტინოიდებით და ვიტამინ ჩ.
მოცვი მდიდარია ვიტამინ ჩ, მაგნიუმით, რკინით, სპილენძით, პიგმენტებით. აქვს ანტიბაქტერიული, ანემიის საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება.
მოცვი და მისი წვენი აუმჯობესებს მხედველობას. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სუსტი მხედველობის დროს.
სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს პროვიტამინ-კაროტინს.
კაროტინის უკეთესად უტილიზაციის მიზნით მიზანშეწონილია სტაფილოს მიღება არაჟნით ან მცენარეული ზეთით. სტაფილოში ბევრია აგრეთვე ფოლის მჟავაც.
როგორც საკვები პროდუქტი სტაფილო შეიძლება გამოვიყენოთ როგორც უმად, ასევე მოხარშული, შემწვარი, კონსერვირებული და აგრეთვე წვენის სახითაც.
სელის ზეთი შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აუცილებელია თვალისთვის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას, ნებისმიერი წვენის მიღების წინ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.