სისხლის გაწმენდა სტაფილოს წვენით
გაწმენდის წინ რეკომენდებულია 3 დღიანი განტვირთვის დიეტა. ამ დღეებში არაფრის ჭამა არ შეიძლება, უნდა მივიღოთ მხოლოდ ადუღებულ წყალში ან უგაზო მინერალურ წყალში შერეული წვენები. გაწმენდამდე 2 დღით ადრე დავიცვათ ვეგეტარიანული დიეტა.
საღამოს დავლიოთ რომელიმე მცენარეული საფაღარათო საშუალება. დილით გავიკეთოთ წყლის (2ლ ) და სტაფილოს (50 მლ) ნარევის ოყნა.
გაწმენდის სქემა
1 დღეს
აღნიშნული შემადგენლობის ოყნის გაკეთებიდან 1 სთ-იშ შემდეგ დავლიოთ 70 მლ სტაფილოს წვენი, წყალთან შერეული (პროპორციით 1:3).
შემდეგ, 2 სთ-ის მერე მივიღოთ 50 მლ სტაფილოს წვენი (პროპორციით 1:3). სადილზე დავლიოთ 200 მლ ვაშლის და 50 მლ სტაფილოს წვენი. საღამოს - 100 მლ წყალთან შერეული სტაფილოს წვენი (პროპორციით 1:1), ძილის წინ - 50 მლ კომბოსტოს წვენი, წყალთან შერეული (1:4).
მე-2 დღეს
დილით დავლიოთ წყალთან შერეული 50 მლ სტაფილოს და 20 მლ ლიმნის წვენი (1:10 პროპორციით), 2 სთ-ის შემდეგ 250 მლ სუფთა სტაფილოს წვენი, 3 სთ-ის შემდეგ 150 მლ ფორთოხლის წვენთან შერეული 100 მლ სტაფილოს წვენი. საღამოს 100 მლ სტაფილოს წვენი (წყალთან შერეული, პროპორციით 1:2). ძილის წინ დავლიოთ წყალთან შერეული 30 მლ ლიმნის წვენი (1:5).
მე-3 დღეს
დილით დავლიოთ 100 მლ სტაფილოს წვენი შერეული კარტოფილის წვენთან (პროპორციით 1:1), 2 სთ-ის შემდეგ - წყალთან შერეული 50 მლ სტაფილოს წვენი (1:4), სადილზე - 100 მლ ჭარხლის წვენის და წყლის ნარევი (1:2), საღამოს - 250 მლ სუფთა სტაფილოს წვენი, ძილის წინ - 50 მლ ნიახურის წვენთან შერეული 150 მლ სტაფილოს წვენი.