» » » სისხლის პარამეტრების რეგულირება ხალხური მედიცინის საშუალებებით

სისხლის პარამეტრების რეგულირება ხალხური მედიცინის საშუალებებით

ანემია, ანუ სისხლნაკლებობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სისხლის მოცულობით ერთეულში ადგილი აქვს ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას. ამასთან ერთად, თითქმის ყოველთვის ხდება ერითროციტების რაოდენობის შემცირებაც.
როცა მამაკაცებში ჰემოგლობინის რაოდენობა 130 გ/ლ-ზე, ხოლო ქალებში - 120 გ/ლ-ზე ნაკლებია, ითვლება რომ ადგილი აქვს ანემიას.
ანემია შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე როგორც სხვა დაავადების გართულება.

ანემიის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

რეცეპტი 1
2 ს/კ სამყურას ხმელ ყვავილს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ. ნაყენს დავუმატოთ 100 მლ სტაფილოს და ჭარხლის წვენი. მივიღოთ 50 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ნარევს იყენებენ ანემიების სამკურნალოდ.

რეცეპტი 2
350 მლ სტაფილოს წვენს შევურიოთ 100 მლ ჭარხლის და 100 კიტრის წვენი. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურის შეადგენს 15 დღეს. იყენებენ ანემიების მკურნალობაში.

რეცეპტი 3
150 მლ სტაფილოს წვენს შევურიოთ 100 მლ ისპანახის წვენი. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში 15-20 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 20 დღე.
იყენებენ ანემიების სამკურნალოდ.

რეცეპტი 4
200 მლ დამდგარი ჭარხლის წვენს დავუმატოთ 200 მლ სტაფილოს წვენი და 1 ს/კ ასკილის სიროფი. მივიღოთ 100 მლ 4-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.
მკურნალობის კურსი - 20 დღე. ნარევს ანემიების სამკურნალოდ იყენებენ.

რეცეპტი 5
თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს სტაფილოს და ჭარხლის წვენები. მივიღოთ 100 მლ 2-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.

რეცეპტი 6
500 გრ სტაფილო გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, დავასხათ 500 მლ რძე და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე დარბილებამდე. მიღებული ნარევი გავხეხოთ საცერზე და მივიღოთ 100 გრ დღეში 15 დღის მანძილზე. იყენებენ ანემიების სამკურნალოდ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.