» » » ჭარხლის წვენი სისხლის გაწმენდის იდეალური საშუალებაა, ის უჯრედულ დონეზე აწესრიგებს და აღადგენს სისხლის მიმოქცევას

ჭარხლის წვენი სისხლის გაწმენდის იდეალური საშუალებაა, ის უჯრედულ დონეზე აწესრიგებს და აღადგენს სისხლის მიმოქცევას

ჭარხლის წვენი საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, გარდა ამისა აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. ახალგამოწურული ჭარხლის წვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების სპამზს. მისი გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, სისუსტე, პულსის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება.

  • დავლიოთ 400 მლ სუფთა ჭარხლის წვენი 3-4 მიღებაზე. გაწმენდა უნდა ჩატარდეს 14 დღის მანძილზე.
    10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი უნდა გავიმეოროთ.

  • თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს სტაფილოს და ჭარხლის წვენი და მივიღოთ 10 მლ ნარევი დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • შევურიოთ ერთმანეთს ჭარხლის, სტაფილოს და ბოლოკის წვენი. ნარევი ჩავასხათ მუქი მინის ბოთლში, გადავუსვათ ზემოდან ბოთლს ცომი, დავდგათ ბნელ, გრილ ადგილას.
    მივიღოთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს.

  • შევურიოთ ერთმანეთს 350 მლ სტაფილოს, 100 მლ ჭარხლის და 100 მლ კიტრის წვენი. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
    მკურნალობის კურსი 15 დღე.

  • გამოწურულია ჭარხლის წვენი დავაყენოთ გრილ ადგილას 3-4 სთ და მივიღოთ 100 მლ 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი - 10 დღე.

  • 2 ს/კ ასკილის ნაყოფს დავასხათ 400 მლ მდუღარე წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 20 წთ-ით. შემდეგ გავაციოთ და გავწუროთ. დავუმატოთ 200 მლ დამდგარი ჭარხლის წვენი და მივიღოთ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში 20 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 21 დღე.

  • 1 ს/კ ხმელ ბაბუაწვერას ძირებს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, 15 წთ, გავაციო, გავწუროთ. შევურიოთ თანაბარი რაოდენობით ჭარხლის წვენს და მივიღოთ 50 მლ 3-ჯერ დღეში 15 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 15 დღე.

  • 200 მლ დამდგარ ჭარხლის წვენს შევურიოთ 200 მლ სტაფილოს წვენი და 1 ს/კ ასკილის სიროფი. მივიღოთ 100 მლ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი - 20 დღე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.