დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ ვაშლის ბისკვიტისებრ ალადებს სამი ინგრედიენტით და გამომცხვარი ვაშლის მკვეთრი გემოთი.
ვაშლის ალადები
ეს რეცეპტი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მის შემადგენლობაში არ შედის არც არაჟანი, არც მაწონი ან რძე. მხოლოდ კვერცხი, შაქარი და ფქვილი! პირდაპირ ბისკვიტირებრი ცომია, უბრალოდ იგი ტაფაზე მზადდება.
ინგრედიენტები
- 1 ვაშლი
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ფქვილი
- 5 ს.კ. მცენარეული ზეთი (შესაწვავად)
- მწიკვი მარილი
- მწიკვი გამაფხვიერებელი
- მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ კვერცხი, შაქარი და მარილი.
- დაუმატეთ მასას ფქვილი და გამაფხვიერებელი, ისევ კარგად მოურიეთ.
- გარეცხეთ ვაშლები, გათალეთ და დახეხეთ მსხვილად.
- დაუმატეთ ცომს დახეხილი ვაშლი და ისევ მოურიეთ.
- კარგად გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და დაიწყეთ კოვზით ცომის დადება, ალადებს მიეცით მრგვალი ფორმა. ვაშლის ალადები საკმაოდ თხელი უნდა იყოს.
- შეწვით ალადები ორივე მხრიდან, გადააბრუნეთ ნიჩბისა და ჩანგლის გამოყენებით.
- მზა ალადები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი გაიწოვოს.